დათუნაშვილი: 15-მდე ადამიანმა დამიჭირა, მირტყამდნენ და წამიყვანეს დაკავების ადგილას
“საოცრად აგრესიულები იყვნენ ე.წ. მანდატურის სამსახურის ეს ახლად გაყეყეჩებული ზონდერები, რომლებსაც რამდენიმე თვეა მისცეს უფლება, რომ ყველაფერი იკადრონ და კი, ყველაფერს კადრულობენ. რაღაც მომაძახა უკნიდან და მერე სადღაც 15-მდე ადამიანმა, ალბათ, დამიჭირეს, მირტყამდნენ, შემათრიეს ისეთ ადგილას, სადაც ნუ, თქვენი კამერები ვერ დაინახავდა და წამიყვანეს ქვემოთ დაკავების ადგილები რომ აქვთ და ეს იყო მთელი ამბავი. მერე […]


“საოცრად აგრესიულები იყვნენ ე.წ. მანდატურის სამსახურის ეს ახლად გაყეყეჩებული ზონდერები, რომლებსაც რამდენიმე თვეა მისცეს უფლება, რომ ყველაფერი იკადრონ და კი, ყველაფერს კადრულობენ. რაღაც მომაძახა უკნიდან და მერე სადღაც 15-მდე ადამიანმა, ალბათ, დამიჭირეს, მირტყამდნენ, შემათრიეს ისეთ ადგილას, სადაც ნუ, თქვენი კამერები ვერ დაინახავდა და წამიყვანეს ქვემოთ დაკავების ადგილები რომ აქვთ და ეს იყო მთელი ამბავი.
მერე ვეუბნებოდი, უკანონოდ გყავართ დაკავებული მეთქი, ვიცოდი, რომ ეს არ შეიძლება, რასაც აკეთებდნენ. ნუ, უკიდურესად აგრესიულები, უზრდელები, ყველაფერი რაც მანდატურის სამსახურმა არ უნდა გააკეთოს, გააკეთეს. იყო მცდელობები დარტყმის, აგრეთვე, ფიზიკურად გამისწორდნენ რამდენჯერმე, რასაც ვერ ვიტყვი პოლიციაზე, პოლიცია იყო გასაკვირად კოოპერაციული, ზრდილობიანი და ცივილიზებულ ფარგლებში ჩაიარა ყველაფერმა მას შემდეგ, რაც კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებთან დავიწყე ურთიერთობა”, – თქვა მან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ლელო – ძლიერი საქართველოს წევრი თაზო დათუნაშვილი ძალის გამოყენებით დააკავეს.
მანდატურებმა თაზო დათუნაშვილი იმ დროს დააკავეს, როდესაც ის მათე დევიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, დარბაზს ტოვებდა.
მანდატურის სამსახურმა ის გადაიყვანა ოთახში, რომელსაც გარედან აწერია – “უცხო პირთა შესვლა აკრძალულია”.
What's Your Reaction?






