დაკავება ტერორიზმთან შესაძლო კავშირის ბრალდებით – ადვოკატებს ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს
ტერორისტულ ორგანიზაციასთან შესაძლო კავშირის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცებს საბრძოლო მასალის შეძენა- შენახვას ედავებიან. საქართველოს ორ მოქალაქეს ბრალი უკვე წაუყენეს. ორივე ეჭვმიტანილი ახლა სასამართლო პროცესის მოლოდინშია, თუმცა დანაშაულს არ აღიარებენ. ადვოკატებს დღეს ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის დეტალებზე ხმამაღლა ვერ ისაბრებენ. საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან. თავად არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ამოღებულია საბრძლო მასალა და სიმბოკლიკებზე […] The post დაკავება ტერორიზმთან შესაძლო კავშირის ბრალდებით – ადვოკატებს ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს appeared first on .

ტერორისტულ ორგანიზაციასთან შესაძლო კავშირის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცებს საბრძოლო მასალის შეძენა- შენახვას ედავებიან. საქართველოს ორ მოქალაქეს ბრალი უკვე წაუყენეს.
ორივე ეჭვმიტანილი ახლა სასამართლო პროცესის მოლოდინშია, თუმცა დანაშაულს არ აღიარებენ. ადვოკატებს დღეს ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის დეტალებზე ხმამაღლა ვერ ისაბრებენ.
საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან. თავად არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ამოღებულია საბრძლო მასალა და სიმბოკლიკებზე ბრალი არ აქვს წაყენებული. მე ვარ 236-ე მუხლის მესამე ნაწილზე და ეს არის საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა”, – ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი.
კითხვაზე, შესაძლოა აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს, დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ “შესაძლოა”.
სპეცოპერაცია სუსმა ჩატაარა. ლილუაშვილის უწყება ირწმუნება, რომ აღმოაჩინეს საბრძოლო მასალები, ელექტრონული მოწყობილობები და ფულიც და რომ დაკავებული მამაკაცები ტერორისტულ ორგანიზაციას საქმიანობაში ეხმარებოდნენ.
The post დაკავება ტერორიზმთან შესაძლო კავშირის ბრალდებით – ადვოკატებს ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს appeared first on .
What's Your Reaction?






