დარვინ ნუნიესი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ამბობს, რომ ლივერპულის ფორვარდი, დარვინ ნუნიესი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

აგვ. 6, 2025 - 20:27
 0
დარვინ ნუნიესი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ამბობს, რომ ლივერპულის ფორვარდი, დარვინ ნუნიესი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს.

როგორც ირკვევა, დაინტერესებული მხარე ალ ჰილალია, რომელიც ურუგვაელი თავდამსხმელისთვის ლივერპულს 53 მილიონ ევროს გადაუხდის.

რამდენიმე დღის წინ, დარვინ ნუნიესმა ალ ჰილალთან პირადი კონტრაქტის დეტალებიც შეათანხმა, მისი დამატება ასევე სურდა გუნდის მთავარ მწვრთნელს, სიმონე ინძაგის.

დარვინი ლივერპულში 2022 წელს გადავიდა და ამ დრომდე ჯამში ყველა ტურნირზე მხოლოდ 25 გოლი გაიტანა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow