“დარწმუნებით ვიცით, რომ ვარშავაში, სავაჭრო ცენტრში ხანძარი რუსული სპეცსამსახურების ბრძანებით გააჩინეს” – ტუსკი

პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი X-ზე კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ გასული წლის მაისის თვეში ვარშავის სავაჭრო ცენტრ Marywilska 44-ში მომხდარი ხანძარი რუსული სპეცსამსახურების მიერ იყო დაგეგმილი და ხაზს უსვამს, რომ ყველა დამნაშავე დაკავებული იქნება. “ჩვენ დარწმუნებით ვიცით, რომ ვარშავაში, Marywilska-ს სავაჭრო ცენტრში მომხდარი დიდი ხანძარი რუსული სპეცსამსახურების ბრძანებით იყო გაჩენილი. დამნაშავეების ნაწილი უკვე დაკავებულია, ხოლო ყველა დანარჩენი […] The post “დარწმუნებით ვიცით, რომ ვარშავაში, სავაჭრო ცენტრში ხანძარი რუსული სპეცსამსახურების ბრძანებით გააჩინეს” – ტუსკი appeared first on .

მაი. 12, 2025 - 05:57
 0
“დარწმუნებით ვიცით, რომ ვარშავაში, სავაჭრო ცენტრში ხანძარი რუსული სპეცსამსახურების ბრძანებით გააჩინეს” – ტუსკი

პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი X-ზე კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ გასული წლის მაისის თვეში ვარშავის სავაჭრო ცენტრ Marywilska 44-ში მომხდარი ხანძარი რუსული სპეცსამსახურების მიერ იყო დაგეგმილი და ხაზს უსვამს, რომ ყველა დამნაშავე დაკავებული იქნება.

“ჩვენ დარწმუნებით ვიცით, რომ ვარშავაში, Marywilska-ს სავაჭრო ცენტრში მომხდარი დიდი ხანძარი რუსული სპეცსამსახურების ბრძანებით იყო გაჩენილი. დამნაშავეების ნაწილი უკვე დაკავებულია, ხოლო ყველა დანარჩენი იდენტიფიცირებულია და ძებნა მიმდინარეობს. ყველას გიპოვით!” – წერს ტუსკი.

ცნობისთვის, ლიტვის პროკურატურის განცხადების თანახმად, 2024 წლის მაისში, ვილნიუსში მდებარე IKEA-ს მაღაზიაში ხანძრის გაჩენაში პასუხისმგებელი რუსეთის სამხედრო დაზვერვაა. მომხდართან დაკავშირებით პოლონეთში ერთი პირი დააკავეს.

ლიტვის გენერალურმა პროკურატურამ დაადგინა, რომ დაიგეგმა ლიტვაში მდებარე სავაჭრო ცენტრებში ხანძრის გაჩენა და მათი აფეთქება, ხოლო შემსრულებლები ჯილდოს სახით 10 000 ევროს მიიღებდნენ.

იმავე თვეს ხანძარი მოხდა ვარშავის ყველაზე მსხვილი სავაჭრო ცენტრი Marywilska 44.

 

 

The post “დარწმუნებით ვიცით, რომ ვარშავაში, სავაჭრო ცენტრში ხანძარი რუსული სპეცსამსახურების ბრძანებით გააჩინეს” – ტუსკი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow