დასკვნითი სასამართლო პროცესი მზია ამაღლობელის საქმეზე
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს. მოსამართლე ნინო სახელაშვილი სხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატების დასკვნით სიტყვას ისმენს. მოსამართლემ შესაძლოა, ამაღლობელის საქმეზე გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს ან მისი გამოცხადება გადადოს. სასამართლო სხდომის მიმდინარეობის პარალელურად, შენობასთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერები არიან შეკრებილი. ისინი ამაღლობელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალდების მოხსნას და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. სასამართლოს სხდომას ესწრებიან ევროკავშირის ოფისის წარმომადგენლები, საფრანგეთის, შვედეთის, გერმანიის, ჩეხეთის, ნიდერლანდების, პოლონეთისა და ლიეტუვას საელჩოს წარმომადგენლები, ასევე ესწრებიან აქციებზე დაკავებული პირების მშობლებიც, ასევე სალომე ზურაბიშვილი.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს. მოსამართლე ნინო სახელაშვილი სხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატების დასკვნით სიტყვას ისმენს. მოსამართლემ შესაძლოა, ამაღლობელის საქმეზე გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს ან მისი გამოცხადება გადადოს.
სასამართლო სხდომის მიმდინარეობის პარალელურად, შენობასთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერები არიან შეკრებილი. ისინი ამაღლობელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალდების მოხსნას და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
სასამართლოს სხდომას ესწრებიან ევროკავშირის ოფისის წარმომადგენლები, საფრანგეთის, შვედეთის, გერმანიის, ჩეხეთის, ნიდერლანდების, პოლონეთისა და ლიეტუვას საელჩოს წარმომადგენლები, ასევე ესწრებიან აქციებზე დაკავებული პირების მშობლებიც, ასევე სალომე ზურაბიშვილი.
What's Your Reaction?






