დასრულდა უკრაინის და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკება სტამბოლში
სტამბოლში, თურქეთის პრეზიდენტის სამუშაო რეზიდენცია დოლმაბაჰჩეში დასრულდა მოლაპარაკება უკრაინის და რუსეთის დელეგაციებს შორის. შეხვედრამ ორ საათზე ნაკლებ ხანს გასტანა. ინფორმაცია შეხვედრის დასრულების შესახებ ადგილზე მყოფმა მედიამ და უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებმა გაავრცელეს. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-მა განაცხადა, რომ შეხვედრა „დაპაუზდა“ და ისევ გაგრძელდებოდა, თუმცა შემდეგ თავად ამ სააგენტოს წყარომ დაადასტურა, რომ დელეგაციები დაიშალნენ და მზადდებოდა განცხადებები...

What's Your Reaction?






