დაუშვებელია, ირან-ისრაელს სამხედრო კონფლიქტმა ლტოლვილთა მორიგი კრიზისი გამოიწვიოს – გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი
დაუშვებელია, ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტმა ახლო აღმოსავლეთში ლტოლვილთა მორიგი კრიზისი გამოიწვიოს, – ამის შესახებ გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი ფილიპო გრანდი აცხადებს. როგორც მან აღნიშნა, ადამიანები როდესაც გარბიან, უკან დაბრუნების სწრაფი გზა არ არსებობს. გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ისრაელსა და ირანს შორის დარტყმების ინტენსიურობამ უკვე გამოიწვია მოსახლეობის გადაადგილება ორივე ქვეყანაში. მისი თქმით, გავრცელდა […]


დაუშვებელია, ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტმა ახლო აღმოსავლეთში ლტოლვილთა მორიგი კრიზისი გამოიწვიოს, – ამის შესახებ გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი ფილიპო გრანდი აცხადებს.
როგორც მან აღნიშნა, ადამიანები როდესაც გარბიან, უკან დაბრუნების სწრაფი გზა არ არსებობს.
გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ისრაელსა და ირანს შორის დარტყმების ინტენსიურობამ უკვე გამოიწვია მოსახლეობის გადაადგილება ორივე ქვეყანაში.
მისი თქმით, გავრცელდა ცნობები ასეთი გადაადგილების შესახებ თეირანიდან და ირანის სხვა ნაწილებიდან. ამასთან მოქალაქეთა ნაწილი მეზობელ ქვეყნებში გადავიდა. ასევე, ისრაელზე დარტყმებმა ადამიანები აიძულა, თავი შეაფარონ ქვეყნის სხვა რაიონებს ან, ზოგიერთ შემთხვევაში, სხვა ქვეყნებს.
„ამ რეგიონმა უკვე გადაიტანა ომის, დანაკარგის, მოსახლეობის გადაადგილების თავის წილზე მეტი. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ლტოლვილთა მეორე კრიზისმა გაიდგას ფესვი. დეესკალაციის დროა. როგორც კი ადამიანები იძულებული ხდებიან გაიქცნენ, უკან დაბრუნების სწრაფი გზა არ არსებობს და ძალიან ხშირად ამის შედეგები თაობები გრძელდება“, – განაცხადა ფილიპო გრანდიმ.
What's Your Reaction?






