დაცულია, თუ არა, შშმ პირთა უფლებები ქვეყანაში? – “ერთი ქარდიც არ დადებულა დღეს” – სიმონ პეტრიდისის 4 მოწოდება შესაბამის უწყებებს

პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი (სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობისას), სიმონ პეტრიდისი: 14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. ეს დღე წარმოადგენს შესაძლებლობას, ყურადღება გამახვილდეს იმ საჭიროებებსა და უფლებებზე, რაც შშმ პირებს აქვთ, ადრე ამ დღეს სხვადასხვა უწყებები კონკრეტული აქტივობებით ეხმიანებოდნენ და გაკეთებულ საქმეებზე საუბრობდნენ. სანამ უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ვისაუბრებ გავიხსენებ ლამაზ ისტორიას […] The post დაცულია, თუ არა, შშმ პირთა უფლებები ქვეყანაში? – “ერთი ქარდიც არ დადებულა დღეს” – სიმონ პეტრიდისის 4 მოწოდება შესაბამის უწყებებს appeared first on .

ივნ. 15, 2025 - 02:57
 0
დაცულია, თუ არა, შშმ პირთა უფლებები ქვეყანაში? – “ერთი ქარდიც არ დადებულა დღეს” – სიმონ პეტრიდისის 4 მოწოდება შესაბამის უწყებებს

პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი (სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობისას), სიმონ პეტრიდისი:

14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება.

ეს დღე წარმოადგენს შესაძლებლობას, ყურადღება გამახვილდეს იმ საჭიროებებსა და უფლებებზე, რაც შშმ პირებს აქვთ, ადრე ამ დღეს სხვადასხვა უწყებები კონკრეტული აქტივობებით ეხმიანებოდნენ და გაკეთებულ საქმეებზე საუბრობდნენ.

სანამ უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ვისაუბრებ გავიხსენებ ლამაზ ისტორიას ჩემი საქმიანობიდან, სულ რამდენიმე თვის წინ კონკრეტულმა ორგანიზაციამ მთავრობას მიმართა წერილით და თხოვა სხვადასხვა უწყებაში ისეთი ადამიანების დანიშვნა ვინც მათ საჭიროებებზე იზრუნებდა ყოველ დღე და გაზრდიდა საკონსულტაციო საბჭოების ეფექტურობას, ამ წერილში პოზიტიურად იყო შეფასებული ჩემი საქმიანობა და ზუსტად მსგავს მიდგომას ითხოვდნენ.

ახლა ამ ისტორიას იმიტომ ვიხსენებ, რომ კონკრეტულმა უწყებებმა პირიქით ამ საკითხებზე მომუშავე სამსახურები რაღაც გაურკვეველ სტრუქტურებში შეკუჭეს, შედეგად კი ერთი ფეისბუქ ქარდიც არ დადებულა დღეს, გამონაკლისი მხოლოდ სახალხო დამცველია.

უფლებების დაცვას ვინ ჩივის, საერთოდ ვახსოვართ ან სამართალი სად უნდა იპოვო, როცა საერთაშორისო პრაქტიკის და კონვენციის დარღვევით შშმ პირებს აჯარიმებენ.

დღეს სწორედ ის დღეა, როცა კითხვები უნდა დავსვათ, არა მხოლოდ სიმბოლურად, არამედ რეალური ცვლილებების მოთხოვნით.

???? მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს:

????გადახედონ შშმ პირების საკითხებზე მომუშავე სტრუქტურების ეფექტურობას და გამჭვირვალობას;

????გააქტიურონ საკონსულტაციო საბჭოები და ჩართონ შშმ პირები გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

????შეწყვიტონ შშმ პირთა დაჯარიმება, რაც ეწინააღმდეგება კონვენციების მოთხოვნებს და ადამიანურ ღირსებას;

????ეს თარიღი არ უნდა გახდეს ფორმალობა, პირიქით უნდა იქცეს პოზიტიური მოქმედების დასაწყისად.

შშმ პირების უფლებების დაცვა არ არის მხოლოდ 14 ივნისის თემატიკა, ის ყოველდღიური რეალობაა და ეს სიჩუმე ყველაზე მტკივნეულია.

The post დაცულია, თუ არა, შშმ პირთა უფლებები ქვეყანაში? – “ერთი ქარდიც არ დადებულა დღეს” – სიმონ პეტრიდისის 4 მოწოდება შესაბამის უწყებებს appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow