დაჭრა თბილისში – პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ზ.ჰ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს, – ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 1 ივლისს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1982 […] The post დაჭრა თბილისში – პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა appeared first on .

ივლ. 2, 2025 - 14:57
 0
დაჭრა თბილისში – პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ზ.ჰ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს, – ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 1 ივლისს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1982 წელს დაბადებული. რ.ა. ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

სამართალდამცველებმა, ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ზ.ჰ. მომხდარიდან მალევე – ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

The post დაჭრა თბილისში – პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow