დევიდი შეიძლება თურქეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
Haber Global-ის ცნობით, „ლილიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით აბარგებული 25 წლის თავდამსხმელი ჯონათან დევიდი შეიძლება „ფენერბაჰჩეში“ გადავიდეს და თურქეთის სუპერლიგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს. სტამბოლური კლუბი კანადელს სამწლიანი კონტრაქტის გაფორმებას და ამ ხნის განმავლობაში 55 მილიონი ევროს გადახდას სთავაზობს. თანხაში ბონუსები და აგენტისთვის საშუამავლოს გადახდა შედის. დევიდი არ ჩქარობს, რადგან სხვა წინადადებებსაც განიხილავს. გასულ სეზონში […]


Haber Global-ის ცნობით, „ლილიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით აბარგებული 25 წლის თავდამსხმელი ჯონათან დევიდი შეიძლება „ფენერბაჰჩეში“ გადავიდეს და თურქეთის სუპერლიგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს.
სტამბოლური კლუბი კანადელს სამწლიანი კონტრაქტის გაფორმებას და ამ ხნის განმავლობაში 55 მილიონი ევროს გადახდას სთავაზობს. თანხაში ბონუსები და აგენტისთვის საშუამავლოს გადახდა შედის. დევიდი არ ჩქარობს, რადგან სხვა წინადადებებსაც განიხილავს.
გასულ სეზონში დევიდმა ლიგა 1-ში 32 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. რამდენიმე დღის წინ უკრაინასთან მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაში (4:2) მან დუბლი შეასრულა.
“ბარსელონაში” გადასვლა ძვირად დაუჯდა – გარსია სახლიდან ვეღარ გადის
What's Your Reaction?






