"დემბელე-კვარაცხელია ამ ლეგენდარულ დუეტს მახსენებს" - ჰაინკესი
ფეხბურთის ლეგენდარულმა გერმანელმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა, რომელიც თავის დროზე „ბაიერნსა“ და „რეალს“ თავკაცობდა, ხვიჩა კვარაცხელიასა...

ჰაინკესმა ფრანგული გამოცემა L'Équipe-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ლუის ენრიკეს პარი სენ-ჟერმენი დღეს ისეთივე მუხტითა და ერთიანობით თამაშობს, როგორიც მას ჰყავდა თავისი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ბაიერნი.
„პსჟ დღეს ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი და სახიფათო გუნდია ევროპაში. ლუის ენრიკემ გუნდს ძველი ხასიათი და გამარჯვების წყურვილი დაუბრუნა — ეს ის ასპექტებია, რაც ფრანგულ გრანდს ბოლო წლებში აკლდა,“ — თქვა ჰაინკესმა.
მისი თქმით, დღევანდელი კვარაცხელია და დემბელე იმგვარად ცვლიან ფლანგებს და ქმნიან შეტევებს, როგორც თავის დროზე ამას რიბერი და რობენი აკეთებდნენ.
„მათ მოძრაობაში ვხედავ რიბერის და რობენის მემკვიდრეობას. ისინი ყველგან არიან, მუდმივ საფრთხეს წარმოადგენენ. ეს ტანდემი პსჟ-ს ნამდვილ შეტევით მანქანად აქცევს, რომლის გაჩერება ურთულესი ამოცანაა,“ — დასძინა ჰაინკესმა.
What's Your Reaction?






