დემბელე მოედანს უბრუნდება - იქნება თუ არა ფრანგი "არსენალთან" განაცხადში?

დემბელე მოედანს უბრუნდება - იქნება თუ არა ფრანგი "არსენალთან" განაცხადში?

მაი. 7, 2025 - 04:27
 0
დემბელე მოედანს უბრუნდება - იქნება თუ არა ფრანგი "არსენალთან" განაცხადში?

"პარი სენ-ჟერმენის" ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი, უსმან დემბელე, სრული დატვირთვით ვარჯიშს დაუბრუნდა და მზად არის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებითი მატჩისთვის. როგორც პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დემბელემ სრულფასოვნად ივარჯიშა გუნდთან ერთად ბოლო ორი დღის განმავლობაში და შევა მატჩის განაცხადში.

ეს განცხადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და გამამხნევებელია "პსჟ-ის" გულშემატკივრებისთვის, რადგან ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრა ინგლისური "არსენალის" წინააღმდეგ 7 მაისს იმართება და დაპირისპირება ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და პრინციპული მატჩია მიმდინარე სეზონში.

"დემბელემ ორი დღის განმავლობაში გუნდთან ერთად ივარჯიშა და იგი სამატჩო შემადგენლობაში იქნება" – თქვა ენრიკემ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას და დაამატა, რომ ფეხბურთელი მზად არის საჭიროების შემთხვევაში მოედანზეც გამოჩნდეს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow