დიდი ბრიტანეთი სანქციებს დაუწესებს რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" 100 ტანკერს
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ პარასკევს რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" 100-მდე ტანკერს სანქციების სიაში დაამატებს. მთავრობის პრესრელიზში ნათქვამია, რომ ტანკერები რუსეთის ნავთობის ექსპორტის "ჩრდილოვანი ფლოტის" ბირთვს წარმოადგენენ და 2024 წლის დასაწყისიდან 24 მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობი გადაზიდეს. დიდმა ბრიტანეთმა უკვე დააწესა სანქციები რუსული ნავთობის გადამზიდავი რამდენიმე ათეული ტანკერის წინააღმდეგ. პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ახალი სანქციების შესახებ გადაწყვეტილებას...

What's Your Reaction?






