დიდი დაბრუნება მტკივნეული პირადი ცხოვრების შემდეგ: ნინა წკრიალაშვილი ცეცხლოვან ფოტოებს აქვეყნებს – Marao

ნინა წკრიალაშვილი წლების მანძილზე ქართველი მაყურებლისთვის საყვარელი ტელესახე და ჟურნალისტი იყო. ის სხვადასხვა გადაცემის წამყვანი, რუბრიკის ავტორი და ასევე პოპულარული შოუების ხშირი სტუმარი იყო, თუმცა, მოულოდნელად, ეკრანებიდან გაქრა. ნინამ ცხოვრების გაგრძელება საზღვრებს მიღმა, საბერძნეთში გადაწყვიტა, თუმცა ყველაფერი იმაზე რთულად განვითარდა, ვიდრე წარმოიდგენდა. ნინა წკრიალაშვილი ქართულ ტელევიზიაში ბოლოს 2023 წელს გამოჩნდა, როცა ლელა წურწუმიას საავტორო გადაცემაში […]

აგვ. 6, 2025 - 14:27
 0
დიდი დაბრუნება მტკივნეული პირადი ცხოვრების შემდეგ: ნინა წკრიალაშვილი ცეცხლოვან ფოტოებს აქვეყნებს – Marao

ნინა წკრიალაშვილი წლების მანძილზე ქართველი მაყურებლისთვის საყვარელი ტელესახე და ჟურნალისტი იყო. ის სხვადასხვა გადაცემის წამყვანი, რუბრიკის ავტორი და ასევე პოპულარული შოუების ხშირი სტუმარი იყო, თუმცა, მოულოდნელად, ეკრანებიდან გაქრა. ნინამ ცხოვრების გაგრძელება საზღვრებს მიღმა, საბერძნეთში გადაწყვიტა, თუმცა ყველაფერი იმაზე რთულად განვითარდა, ვიდრე წარმოიდგენდა.
ნინა წკრიალაშვილი ქართულ ტელევიზიაში ბოლოს 2023 წელს გამოჩნდა, როცა ს საავტორო გადაცემაში საკუთარ ცხოვრებაზე ისაუბრა. როგორც თავად ამბობდა, სამშობლოდან წასვლის გადაწყვეტილება მშვიდი ცხოვრების გასაგრძელებლად მიიღო, რთული პერიოდის გავლა მოუწია. ნინას ფსიქოლოგიურ პრობლემებს პარტნიორთან დაძაბული ურთიერთობაც დაემატა.
მიუხედავად სირთულეებისა, ნინა წკრიალაშვილი შესანიშნავ ფორმაშია და ერთგულ გამომწერებს ახალ ფოტოებსაც უზიარებს. აღნიშნავენ, რომ მისი დაბრუნება სოციალურ ქსელში ახარებთ და ნინას მიმართ კომპლიმენტებსაც არ იშურებენ:
ნინა წკრიალაშვილის გავლილი ცხოვრება
როგორც ნინა წკრიალაშვილმა ლელა წურწუმიასთან საუბრისას აღნიშნა, მისი პარტნიორი ურთიერთობის დასაწყისში თვეში რამდენიმე დღეს საქართველოში ატარებდა, ზოგჯერ კი მას ნინა აკითხავდა საბერძნეთში. მათი ურთიერთობა მშვიდი და ჰარმონიული იყო, როცა, ერთ დღესაც, ნინამ მოულოდნელად გადაწყვიტა, რომ საბერძნეთში წასულიყო და პარტნიორთან ერთად გაეგრძელებინა ცხოვრება.
ნინა იხსენებს, რომ ამ გადაწყვეტილებამდე პარტნიორი გააფრთხილა, რომ მას სახლის საქმეების კეთება და სამზარეულოში საქმიანობა დიდად არ ხიბლავდა, თუმცა ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. მოგვიანებით კი ყველაფერი შეიცვალა და ნინა საბერძნეთში ცალკე გადავიდა საცხოვრებლად. განშორება ორ წელიწადზე მეტ ხანს გაგრძელდა, თუმცა ნინამ თქვა, რომ ისინი კვლავ ერთად არიან.
“გავთხოვდი. საერთოდ არ ვაპირებდი გათხოვებას. მაგრამ აღარ შემეძლო ქართული საუბრები, რა გაცვია, ვინ დაგირეკა და ა.შ. ძალიან სიმპათიური, ჯანსაღი აზროვნების ბოიფრენდი მყავდა. ხან ის ჩამოდიოდა თვეში 4-5 დღით, ხან მე მივდიოდი. ჯანსაღი ურთიერთობა მქონდა, რომელიც თან გახალისებს. საერთოდ არ მიფიქრია გათხოვებაზე. ჩამოვიდა ერთხელ. არ მინდოდა გათხოვება. მეორედ ჩამოვიდა და წავედი, იმიტომ, რომ აქ არ შემეძლო არაფერი. არ ვლაპარაკობდი, იმიტომ, რომ საკუთარი ხმა მაღიზიანებდა. ფაქტობრივად, შერყეული ფსიქიკით წავედი.
გავთხოვდი და ჯოჯოხეთის შემდეგი ეტაპი დაიწყო… მანამდე დამავიწყდა მეთქვა, რომ ორი თვე ვიყავი აბსოლუტურად გათიშული. დღე-ღამეში, ფაქტობრივად, 14 -15 საათს მეძინა, იმიტომ, რომ ვიღვიძებდი, ვტიროდი, ღმუილის ხმა მქონდა. არ ვიცი, ეს ტკივილი რას შევადარო. საკუთარი თავი რომ გეცოდება, ეს არის ყველაზე ცუდი შეგრძნება… მოკლედ, ამ ყველაფერს გავექეცი და წავედი საბერძნეთში. ილიასმა იცის, რომ ძალიან ცუდად ვალაგებ; საჭმლის კეთება კი ვიცი, მაგრამ მეზარება. წინასწარ მითხრა, რომ ეს პრობლემა არ იქნებოდა.
ჩავედით და ითხოვდა, რომ გვქონოდა სადილები. მეგონა, რომ ხუმრობდა, მაგრამ ვაკეთებდი, დედაჩემმა სვანური მარილი გამომიგზავნა, რომელსაც ყველაფერს ვაყრიდი და ყველაფერი გემრიელი გამოდიოდა. მეუბნებოდა, რომ ცუდად ვალაგებდი.
მე დიდი იმედები არ მქონდა მასთან დაკავშირებით, უბრალოდ მინდოდა, მშვიდად ვყოფილიყავი, მაგრამ დაიწყო ჯოჯოხეთის შემდეგი ეტაპი. ვეკითხებოდი, რატომ მეჯიბრები-მეთქი, მაგრამ პასუხიც არ ჰქონდა. მე კაცებს ბევრ უფლებას ვაძლევ ხოლმე და ვენაცვალე იმ ქალებს, რომლებსაც ხელში ჰყავთ ქმრები და რასაც უნდა, იმას აკეთებინებენ. მე ყველას ზედ ვყვები და მერე უნდათ, რომ დამლაგებელი ვიყო. ის გახდა ისეთი, როგორიც არ არის. მე ისევ ჩავწექი და დაიწყო კარანტინი და გაუსაძლისი იყო ყველაფერი” – იხსენებდა ნინა წკრიალაშვილი.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow