დიდუბის მეტროსადგურიდან თბილისის პროკურატურის მიმართულებით საპროტესტო მარში იმართება

“თავისუფლების მსვლელობა – პროტესტის 150 დღე!” დიდუბის მეტროსადგურიდან თბილისის პროკურატურის მიმართულებით საპროტესტო მარში იმართება. წინა აქციებისგან განსხვავებით, როდესაც პროტესტის მონაწილეები ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდნენ. ამჯერად მთავარი მოთხოვნად უკვე ხელისუფლების გადადგომა იქცა. “ჩვენ ვიქცევით ნორმალურად, ისინი იქცევიან არანორმალურად, ხალხის ჯინაზე იქცევიან. ყველა პროტესტში მივიღებ მონაწილეობას, არ დასრულდება ეს  პროტესტი. ადგილობრივ არჩევნებს ესენი ვერ ჩაატარებენ, […] The post დიდუბის მეტროსადგურიდან თბილისის პროკურატურის მიმართულებით საპროტესტო მარში იმართება appeared first on .

აპრ. 26, 2025 - 16:27
 0
დიდუბის მეტროსადგურიდან თბილისის პროკურატურის მიმართულებით საპროტესტო მარში იმართება

“თავისუფლების მსვლელობა – პროტესტის 150 დღე!” დიდუბის მეტროსადგურიდან თბილისის პროკურატურის მიმართულებით საპროტესტო მარში იმართება. წინა აქციებისგან განსხვავებით, როდესაც პროტესტის მონაწილეები ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდნენ. ამჯერად მთავარი მოთხოვნად უკვე ხელისუფლების გადადგომა იქცა.

“ჩვენ ვიქცევით ნორმალურად, ისინი იქცევიან არანორმალურად, ხალხის ჯინაზე იქცევიან. ყველა პროტესტში მივიღებ მონაწილეობას, არ დასრულდება ეს  პროტესტი. ადგილობრივ არჩევნებს ესენი ვერ ჩაატარებენ, არც იმისა, რომ პატიმრები გამოუშვან იმის ვაჭრობით, რომ არჩევნები ჩავატარებინოთ. სხვა გეგმებიც განხორციელდება, იმიტომ რომ მოვიდა ჩვენი გაზაფხული და მაგთთვის მოვა ჭექა-ქუხილი.” – აცხადებს პატიმარ თორნიკე გოშაძის დედა მარიზი კობახიძე.

“5 თვის თავზე ჩვენ ვითხოვთ, რომ ოცნების მთავრობა გადადგეს. ღარიბაშვილს გაყვეს “ოცნების” ყველა  წარმომადგენელი,”- აცხადებენ პატიმარ არჩილ მუსელიანის ოჯახის წევრები.

The post დიდუბის მეტროსადგურიდან თბილისის პროკურატურის მიმართულებით საპროტესტო მარში იმართება appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow