დიმიტრი პესკოვი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტზე – უკვე შევიძინეთ იმუნიტეტი, ვადაპტირდით სანქციების ქვეშ ცხოვრებასთან

კრემლი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტს ევროპის თანმიმდევრულ ანტირუსულ ხაზად მიიჩნევს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ჯერჯერობით ევროპის მხრიდან საკმაოდ თანმიმდევრულ ანტირუსულ ხაზს ვხედავთ. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ასეთ ცალმხრივ შეზღუდვებს უკანონოდ მივიჩნევთ“, – განაცხადა პესკოვმა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტს ეხებოდა. მისი თქმით, […]

ივლ. 18, 2025 - 14:57
 0
დიმიტრი პესკოვი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტზე – უკვე შევიძინეთ იმუნიტეტი, ვადაპტირდით სანქციების ქვეშ ცხოვრებასთან

კრემლი ს წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტს ევროპის თანმიმდევრულ ანტირუსულ ხაზად მიიჩნევს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ჯერჯერობით ევროპის მხრიდან საკმაოდ თანმიმდევრულ ანტირუსულ ხაზს ვხედავთ. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ასეთ ცალმხრივ შეზღუდვებს უკანონოდ მივიჩნევთ“, – განაცხადა პესკოვმა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტს ეხებოდა.
მისი თქმით, რუსეთმა სანქციებისგან უკვე გარკვეული „იმუნიტეტი“ შეიძინა.
„ჩვენ მათი წინააღმდეგი ვართ. თუმცა, ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე შევიძინეთ გარკვეული იმუნიტეტი სანქციებისგან. ვადაპტირდით სანქციების ქვეშ ცხოვრებასთან“, – განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტზე შეთანხმდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow