დინამო არენაზე გამართულ ლეგენდების მატჩს განსაკუთრებული სტუმარი დაესწრო

დინამო არენაზე გამართულ ლეგენდების მატჩს განსაკუთრებული სტუმარი დაესწრო

მაი. 18, 2025 - 01:27
 0
დინამო არენაზე გამართულ ლეგენდების მატჩს განსაკუთრებული სტუმარი დაესწრო

თბილისში, "დინამო არენაზე“ გამართულ ამხანაგურ მატჩს, რომელიც საქართველოსა და "ბარსელონას" ლეგენდებს შორის ჩატარდა, განსაკუთრებული სტუმარი ესწრებოდა — მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდების გუნდის წარმომადგენელი, რაიმონდ აუმანი.


ცნობილმა გერმანელმა ფეხბურთელმა, რომელიც წლების განმავლობაში ბაიერნის ღირსებას იცავდა, "დინამო თბილისის" დაარსებიდან 100 წლის იუბილე პირადად მიულოცა კლუბს. შეხვედრის წინ აუმანმა "დინამოს" პრეზიდენტთან სამახსოვრო მაისურები გაცვალა.


აღსანიშნავია, რომ ეს მემორიალური შეხვედრა ფეხბურთის ირგვლივ არსებული ლეგენდების შეკრებას მიეძღვნა და საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი გახდა. გულშემატკივარმა შეძლეს, ერთ სივრცეში ენახათ არაერთი მსოფლიო ვარსკვლავი.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow