“დინამო არენის” რეაბილიტაციისთვის გერმანელი არქიტექტორების ვიზიტი
დინამო თბილისის პრეზიდენტის რომან ფიფიას მოწვევით თბილისს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გერმანული არქტიტექტურული კომპანიის HPP Architects-ის თანამფლობელი ანტონიო ვუტაჯიო და კომპანიის სხვა წარმომადგენლები ესტუმრნენ. სამუშაო ვიზიტის მთავარ მიზანს დინამო არენას რეაბილიტაციის შესაძლებლობის განხილვა და მისთვის ახალი იდენტობის შექმნა წარმოადგენდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ არჩილ და გიორგი ქურდიანები. HPP Architects-ის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს დინამო არენა და ადგილზე შეისწავლეს ყველა […]


დინამო თბილისის პრეზიდენტის რომან ფიფიას მოწვევით თბილისს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გერმანული არქტიტექტურული კომპანიის HPP Architects-ის თანამფლობელი ანტონიო ვუტაჯიო და კომპანიის სხვა წარმომადგენლები ესტუმრნენ.
სამუშაო ვიზიტის მთავარ მიზანს დინამო არენას რეაბილიტაციის შესაძლებლობის განხილვა და მისთვის ახალი იდენტობის შექმნა წარმოადგენდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ არჩილ და გიორგი ქურდიანები.
HPP Architects-ის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს დინამო არენა და ადგილზე შეისწავლეს ყველა ის შესაძლებლობა თუ რა მიმართულებით შეიძლება სტადიონის განვითარება.
“მოხარული ვარ, რომ დინამო არენას რეაბილიტაციით ისეთი ცნობილი არქიტექტურული კომპანია დაინტერესდა როგორიც HPP Architects-ია. ამ ადამიანს ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებთ, ისინი მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშენებენ და ანახლებენ სტადიონებს.
დინამო არენას უდიდესი პერსპექტივა აქვს და ვფიქრობ, რომ მისი განახლება ჩვენი ქალაქისთვის და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება. ჩვენი იდეის თანახმად არენა რეაბილიტაციის შედეგად სრულიად ახალ როლს მოირგებს და სპორტულ აქტივობებთან ერთად მოქალაქეებს უამრავ სხვა საჭირო სერვისს შესთავაზებს.” – რომან ფიფია.
“თბილისში ჩამოსვლის შემდეგ დინამო არენასთან რამდენჯერმე ჩავიარეთ და მაშინვე დავინახეთ დიდი პოტენციალი. დღეს კი სტადიონი ახლოდან დავათვალიერეთ და აღმოვაჩინეთ ბევრი შესაძლელობა რომ ერთის მხრივ შევინარჩუნოთ არსებული იდენტობა და მეორეს მხრივ განვავითაროთ სივრცე ახალი, ხარისხიანი ობიექტებით სადაც მაყურებელს შეეძლება დასვენება და საკვების მირთმევა.” – ანტონიო ვუტაჯიო.
HPP Architects ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გერმანული არქიტექტურული კომპანიაა, რომელიც სტადიონების მშენებლობასა და განახლებაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობს. აღნიშნულ კომპანიას ისეთ სტადიონებზე აქვს ნამუშავეარი როგორებიცაა: Europa-Park Stadium Freiburg; BayArena Leverkusen; Xujiahui Sportpark Shanghai და ა.შ.
fcdinamo.ge
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “იბერია 1999”-ის მეტოქე გაირკვა
მესის “ინტერ მაიამი” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში “ალ აჰლის” დაუზავდა
სპალეტის ზღაპრული ანაზღაურება შესთავაზეს და შეიძლება რონალდოს გუნდის მწვრთნელი გახდეს
What's Your Reaction?






