დიპლომატიურ წინადადება ირანს ისრაელთან კონფლიქტის ესკალაციისთვის

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთი, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთთან ერთად, ირანისთვის ამზადებს კომპლექსურ დიპლომატიურ წინადადებას, რომლის მიზანიც ისრაელთან კონფლიქტის ესკალაციის შეჩერებაა. მაკრონის თქმით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო ჟენევაში შეხვდება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, რათა აღნიშნული შეთავაზება გადასცეს. „ირანმა უნდა აჩვენოს მოლაპარაკების პლატფორმაში ჩართვის მზაობა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა. […]

ივნ. 21, 2025 - 10:27
 0
დიპლომატიურ წინადადება ირანს ისრაელთან კონფლიქტის ესკალაციისთვის

საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საფრანგეთი, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთთან ერთად, ირანისთვის ამზადებს კომპლექსურ დიპლომატიურ წინადადებას, რომლის მიზანიც ისრაელთან კონფლიქტის ესკალაციის შეჩერებაა.
მაკრონის თქმით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო ჟენევაში შეხვდება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, რათა აღნიშნული შეთავაზება გადასცეს.
„ირანმა უნდა აჩვენოს მოლაპარაკების პლატფორმაში ჩართვის მზაობა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აუცილებელია ირანთან შინაარსიანი მოლაპარაკებების აღდგენა. როგორც მაკრონმა განმატა, ირანისთვის წარსადგენი წინადადება ოთხ ასპექტს მოიცავს.პირველი ითვალისწინებს IAEA-ს (საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს) მუშაობის განახლებას ყველა ობიექტზე წვდომის შესაძლებლობით, რათა ირანმა სრულად შეწყვიტოს ურანის გამდიდრება; მეორე და მესამე პუნქტები ეხება ირანის ბალისტიკური რაკეტების კონტროლსა და რეგიონში მისი მოკავშირე ჯგუფების დაფინანსების ზედამხედველობას; მეოთხე ასპექტი ირანის მიერ „მძევლების“ გათავისუფლებას.
მაკრონმა განაცხადა, რომ არავინ არ უნდა აიგნორებდეს რისკს, რომელსაც წარმოადგენს ირანი ბირთვული იარაღით. საფრანგეთის პრეზიდენტმა გააფრთხილა , რომ მხოლოდ სამხედრო საშუალებებით შეუძლებელია ირანის ბირთვული საფრთხის ნეიტრალიზება. ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა გააკრიტიკა ისრაელის სამხედრო დარტყმების მასშტაბები.
„ვთვლი, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ენერგეტიკულ ობიექტებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე დარტყმები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. არცერთი მიზანი ამას არ ამართლებს“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
ჟენევაში ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მოლაპარაკება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჟან ნოელ-ბარო (საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი), იოჰან ვადეფული (გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი), დევიდ ლემი (დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი), კაია კალასი (ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი) და აბას არაღჩი (ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი).
CNN-ის ცნობით, ირანელმა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა ჟენევაში 90 წუთის განმავლობაში ისაუბრეს, რის შემდეგაც შესვენება აიღეს.
შეხვედრამდე დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დევიდ ლემიმ განაცხადა, რომ „ახლა ფანჯარა არსებობს“ ახლო აღმოსავლეთში ესკალირებადი კრიზისის დასასრულებლად.
ცნობისთვის, შეხვედრამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დიპლომატიური წინადადების ოთხი კომპონენტი გააჟღერა, რომელსაც ევროპელები ირანულ მხარეს ჟენევაში წარუდგენდნენ: ირანში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (აესს) მუშაობის აღდგენა, რათა ირანმა სრულად შეწყვიტოს ურანის გამდიდრება; ირანის ბალისტიკურ საქმიანობაზე მეთვალყურეობა; რეგიონში თეირანის მარიონეტების დაფინანსებაზე მეთვალყურეობა და ირანის მიერ მძევლების გათავისუფლება, ანუ თეირანის მიერ დაპატიმრებული უცხოელების, რომელთა შორის საფრანგეთის ორი მოქალაქეა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow