დმიტრი პესკოვი უკრაინულ სპეცოპერაციაზე: პრეზიდენტმა ინფორმაცია ონლაინ მიიღო, დაველოდოთ გამოძიებას

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოწყობილი ოპერაცია “აბლაბუდას” შესახებ ვლადიმერ პუტინმა ინფორმაცია ონლაინ რეჟიმში მიიღო. მისი თქმით, თავდასხმის შესახებ გამოძიება მიმდინარეობს. “ჩვენ უკვე ვთქვით, რომ პრეზიდენტმა ინფორმაცია ინციდენტის შესახებ ონლაინ მიიღო. იცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა დაიწყო. ასევე გაკეთდა შესაბამისი განცხადება თავდაცვის სამინისტროს მხრიდან. გთავაზობთ, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს […]

ივნ. 4, 2025 - 12:57
 0
დმიტრი პესკოვი უკრაინულ სპეცოპერაციაზე: პრეზიდენტმა ინფორმაცია ონლაინ მიიღო, დაველოდოთ გამოძიებას

კრემლის პრესსპიკერის, ს თქმით, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოწყობილი ოპერაცია “აბლაბუდას” შესახებ ვლადიმერ პუტინმა ინფორმაცია ონლაინ რეჟიმში მიიღო.

მისი თქმით, თავდასხმის შესახებ გამოძიება მიმდინარეობს.

“ჩვენ უკვე ვთქვით, რომ პრეზიდენტმა ინფორმაცია ინციდენტის შესახებ ონლაინ მიიღო. იცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ს ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა დაიწყო. ასევე გაკეთდა შესაბამისი განცხადება თავდაცვის სამინისტროს მხრიდან. გთავაზობთ, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და ყურადღება გავამახვილოთ თავდაცვის სამინისტროს განცხადების შინაარსზე”. – აღნიშნა პესკოვმა.

1 ივნისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაციის ფარგლებში მ რუსეთის ოთხ აეროდრომზე (მურმანსკის, ივანოვოს, რიაზანის და ირკუტსკის ოლქებში) ჯამში 41 სტრატეგიული ბომბდამშენი დააზიანა ან გაანადგურა. უწყების მტკიცებით, სპეცოპერაციის შედეგად რუსეთს $7 მილიარდის ღირებულების ზარალი მიადგა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow