დონალდ ტრამპთან შეხვედრების შედეგების განსახილველად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ხვალ რიგგარეშე სამიტი მოიწვია

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დღევანდელი შეხვედრების შედეგების განსახილველად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა რიგგარეშე სამიტი მოიწვია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას ცნობით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების სამიტი ხვალ, ვიდეო კონფერენციის ფორმატში გაიმართება. „აშშ-თან ერთად, ევროკავშირი ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად მუშაობას გააგრძელებს, რომელიც უკრაინისა და ევროპის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უსაფრთხოების ინტერესებს დაიცავს“, – წერს ანტონიო კოშტა X-ზე. ევროკავშირის ლიდერების შეხვედრა […]

აგვ. 18, 2025 - 21:27
 0
დონალდ ტრამპთან შეხვედრების შედეგების განსახილველად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ხვალ რიგგარეშე სამიტი მოიწვია

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დღევანდელი შეხვედრების შედეგების განსახილველად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა რიგგარეშე სამიტი მოიწვია.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას ცნობით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების სამიტი ხვალ, ვიდეო კონფერენციის ფორმატში გაიმართება.
-თან ერთად, ევროკავშირი ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად მუშაობას გააგრძელებს, რომელიც უკრაინისა და ევროპის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უსაფრთხოების ინტერესებს დაიცავს“, – წერს ანტონიო კოშტა X-ზე.
ევროკავშირის ლიდერების შეხვედრა ბრიუსელის დროით 13:00 საათზე (თბილისის დროით 15:00 საათი) დაიწყება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow