დონალდ ტრამპი: ამიერიდან საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება არ დაიშვება
დონალდ ტრამპის განცხადებით, ამიერიდან საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება არ დაიშვება. ამის შესახებ მან პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა, სადაც ლოს-ანჯელესში მიმდინარე არეულობას გამოეხმაურა. მისი თქმით, დეპორტაციის პროცედურების გამო მიგრანტებსა და ძალოვან სტრუქტურებს შორის დაწყებული არეულობა ადგილზე ეროვნული გვარდიის გაგზავნით აღმოიფხვრა. “ორდღიანი ძალადობის, შეტაკებებისა და არეულობის შემდეგ, ლოს-ანჯელესში ეროვნულმა გვარდიამ შესანიშნავი სამუშაო გასწია. ჩვენ გვყავს არაკომპეტენტური გუბერნატორი […] The post დონალდ ტრამპი: ამიერიდან საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება არ დაიშვება appeared first on .

დონალდ ტრამპის განცხადებით, ამიერიდან საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება არ დაიშვება. ამის შესახებ მან პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა, სადაც ლოს-ანჯელესში მიმდინარე არეულობას გამოეხმაურა. მისი თქმით, დეპორტაციის პროცედურების გამო მიგრანტებსა და ძალოვან სტრუქტურებს შორის დაწყებული არეულობა ადგილზე ეროვნული გვარდიის გაგზავნით აღმოიფხვრა.
“ორდღიანი ძალადობის, შეტაკებებისა და არეულობის შემდეგ, ლოს-ანჯელესში ეროვნულმა გვარდიამ შესანიშნავი სამუშაო გასწია. ჩვენ გვყავს არაკომპეტენტური გუბერნატორი (ნიუსომი) და მერი (ბასი), რომლებიც, როგორც ყოველთვის (უბრალოდ შეხედეთ, როგორ გაუმკლავდნენ ხანძრებს და ახლა კი ისინი ნელ-ნელა კატასტროფას უშვებდნენ. ფედერალურ დონეზე ეს უკვე დასრულებულია!), ვერ გაუმკლავდნენ პრობლემას.
ეს რადიკალური მემარცხენეების პროტესტები, რომლებსაც ხშირად ანაზღაურების სანაცვლოდ მართავენ, დაუშვებელი იქნება. ასევე, ამიერიდან, ნიღბების ტარება საპროტესტო აქციებზე აკრძალული იქნება. რა აქვთ ამ ხალხს დასამალი და რატომ??? კიდევ ერთხელ, მადლობა ეროვნულ გვარდიას კარგად შესრულებული სამუშაოსთვის!”, – წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2000 წევრი გაგზავნა. კალიფორნიის ქალაქში უკვე მეორე დღეა ვითარება დაძაბულია მას შემდეგ, რაც იმიგრაციის სამსახურის წარმომადგენლებს მიგრანტები დაუპირისპირდნენ. იმართება საპროტესტო აქციები ტრამპის იმიგრაციის პოლიტიკის წინააღმდეგ, რამაც არეულობა გამოიწვია.
კალიფორნიის დემოკრატმა გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა ტრამპის გადაწყვეტილებას გვარდიის გაგზავნასთან დაკავშირებით „განზრახ პროვოკაციული“ უწოდა. მან X-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ნათქვამია, რომ ტრამპი ეროვნულ გვარდიას „არა იმიტომ აგზავნის, რომ ლოს-ანჯელესში სამართალდამცავი ორგანოების დეფიციტია, არამედ იმიტომ, რომ მას სპექტაკლის ნახვა სურთ“.
ცნობისთვის, ამ კვირაში ჩატარებული რეიდების შედეგად, უკვე 118 არალეგალი მიგრანტი დააკავეს, მათ შორის მხოლოდ 44 – პარასკევს.
საუბარია პარამაუნტის დასახლებაზე, სადაც მცხოვრები 80% ესპანურენოვანია.
The post დონალდ ტრამპი: ამიერიდან საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება არ დაიშვება appeared first on .
What's Your Reaction?






