დონალდ ტრამპი თავდაცვის მინისტრზე – პიტი შესანიშნავად ასრულებს თავის საქმეს, ყველა კმაყოფილია მისით

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის მხარს უჭერს აშშ-ის თავდაცვის მინისტრს პიტ ჰეგსეთს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ტრამპმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ პიტ ჰეგსეთმა იემენში ჰუსიტებზე განხორციელებული თავდასხმის დეტალები აპლიკაცია Signal-ის შეტყობინებების ჯგუფში გააზიარა, რომელშიც მისი მეუღლე, ძმა და პირადი ადვოკატი იყვნენ გაერთიანებული. „პიტი შესანიშნავად ასრულებს თავის საქმეს. […]

აპრ. 22, 2025 - 08:27
 0
დონალდ ტრამპი თავდაცვის მინისტრზე – პიტი შესანიშნავად ასრულებს თავის საქმეს, ყველა კმაყოფილია მისით

აშშ-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, ის მხარს უჭერს -ის თავდაცვის მინისტრს პიტ ჰეგსეთს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტრამპმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ პიტ ჰეგსეთმა იემენში ჰუსიტებზე განხორციელებული თავდასხმის დეტალები აპლიკაცია Signal-ის შეტყობინებების ჯგუფში გააზიარა, რომელშიც მისი მეუღლე, ძმა და პირადი ადვოკატი იყვნენ გაერთიანებული.
„პიტი შესანიშნავად ასრულებს თავის საქმეს. ყველა კმაყოფილია მისით“, – განაცხადა ტრამპმა. კითხვაზე, კვლავ ენდობა თუ არა ჰეგსეთს, ტრამპმა უპასუხა: „დიახ, აბსოლუტურად“.
ცნობისთვის, გამოცემა NPR-მა ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეთრმა სახლმა, პენტაგონის ხელმძღვანელის, პიტ ჰეგსეთის გარშემო ატეხილი სკანდალის ფონზე, ახალი თავდაცვის მინისტრის ძებნა დაიწყო. თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა NPR-ის სტატიას სრული ყალბი ამბავი უწოდა და განაცხადა, რომ გამოცემა ეყრდნობა ანონიმურ წყაროს, რომელსაც აშკარად წარმოდგენა არ აქვს, რაზეა საუბარი.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow