დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰააგის სასამართლოს ოთხ მოსამართლეს სანქციები დაუწესა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს სანქციები დაუწესა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადების თანახმად, ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა უგანდის წარმომადგენელ სოლომი ბალუნგი ბოსას, პერუს წარმომადგენელ ლუს დელ კარმენ იბანიეს კარანსას, ბენინის წარმომადგენელ რეინე ადელაიდა სოფი ალაპინი განსუსა და სლოვენიის წარმომადგენელ ბეტი ჰოლერს. „ეს ოთხი პირი აქტიურად […]

ივნ. 6, 2025 - 09:57
 0
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰააგის სასამართლოს ოთხ მოსამართლეს სანქციები დაუწესა

აშშ-ის პრეზიდენტის, ს ადმინისტრაციამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს სანქციები დაუწესა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადების თანახმად, ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა უგანდის წარმომადგენელ სოლომი ბალუნგი ბოსას, პერუს წარმომადგენელ ლუს დელ კარმენ იბანიეს კარანსას, ბენინის წარმომადგენელ რეინე ადელაიდა სოფი ალაპინი განსუსა და სლოვენიის წარმომადგენელ ბეტი ჰოლერს.
„ეს ოთხი პირი აქტიურად იყო ჩართული ჰააგის სასამართლოს უკანონო და უსაფუძვლო ქმედებებში აშშ-ისა თუ ჩვენი მოკავშირე ს წინააღმდეგ. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო პოლიტიზებულია და ამტკიცებს, რომ უფლება აქვს, გამოიძიოს, ბრალი დასდოს და დასაჯოს შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეების მოქალაქეები“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.
რუბიოს თქმით, ალაპინი განსუმ და ბეტი ჰოლერმა მიიღეს გადაწყვეტილება ისრაელის პრემიერ-მინისტრ სა და თავდაცვის ყოფილ მინისტრ იოავ გალანტის დაკავების ორდერის გაცემის შესახებ.
სოლომი ბალუნგი ბოსა და ლუს დელ კარმენ იბანიეს კარანსა კი ჩართულები იყვნენ 2020 წელს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში, რომელმაც საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მიერ სავარაუდო ომის დანაშაულების ჩადენასთან დაკავშირებით ოფიციალური გამოძიების დაწყების უფლება მისცა.
ჰააგის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ეს ნაბიჯი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს არის მცდელობა, ძირი გამოუთხარონ საერთაშორისო სასამართლო ინსტიტუტის დამოუკიდებლობას, რომელიც იმედსა და სამართლიანობას აძლევს „წარმოუდგენელი სისასტიკის“ მილიონობით მსხვერპლს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow