დონალდ ტრამპის დაწესებული ტარიფები ძალაში შევიდა

დონალდ ტრამპის მიერ ათეულობით ქვეყნისთვის დაწესებული მაღალი ტარიფები ძალაში შევიდა. სააგენტო „ფრანს-პრესის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანების ამოქმედების შედეგად, რამდენიმე სავაჭრო პარტნიორის მიმართ დაწესებული 10%-იანი ტარიფები 15%-დან 41%-ის ფარგლებში გაიზარდა, ხოლო ბრაზილიის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების საერთო ოდენობა 50%-ს აღწევს. გამოცემა წერს, რომ ევროკავშირიდან, იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან აშშ-ში იმპორტირებულ ბევრ საქონელზე 15%-იანი ტარიფები ამოქმედდა. აშშ-ის პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანების […] The post დონალდ ტრამპის დაწესებული ტარიფები ძალაში შევიდა appeared first on .

აგვ. 7, 2025 - 12:57
 0
დონალდ ტრამპის დაწესებული ტარიფები ძალაში შევიდა

დონალდ ტრამპის მიერ ათეულობით ქვეყნისთვის დაწესებული მაღალი ტარიფები ძალაში შევიდა.

სააგენტო „ფრანს-პრესის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანების ამოქმედების შედეგად, რამდენიმე სავაჭრო პარტნიორის მიმართ დაწესებული 10%-იანი ტარიფები 15%-დან 41%-ის ფარგლებში გაიზარდა, ხოლო ბრაზილიის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების საერთო ოდენობა 50%-ს აღწევს.

გამოცემა წერს, რომ ევროკავშირიდან, იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან აშშ-ში იმპორტირებულ ბევრ საქონელზე 15%-იანი ტარიფები ამოქმედდა.

აშშ-ის პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, სირიიდან იმპორტირებულ საქონელზე 41%-იანი ტარიფები მოქმედებს.

ამასთან, ინდოეთისთვის დაწესებული 25%-იანი ტარიფები მომდევნო 21 დღის განმავლობაში შეიძლება 50%-მდე გაიზარდოს, მას შემდეგ რაც გუშინ, დონალდ ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომელიც რუსეთისგან ნავთობის შესყიდვის გამო ინდოეთისთვის დამატებით 25%-იანი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.

The post დონალდ ტრამპის დაწესებული ტარიფები ძალაში შევიდა appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow