დონარუმა: უნდა დავამარცხოთ – მესის ისედაც ბევრი ტიტული აქვს მოგებული
პსჟ-ს მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში „ინტერ მაიამისთან“ და ყოფილ თანაგუნდელთან, ლეო მესისთან მომავალ დაპირისპირებაზე გააკეთა კომენტარი. „მესი ჩემი შესანიშნავი მეგობარია, მსოფლიოს უდიადესი ფეხბურთელია. მასთან ერთად თამაშის ბედნიერება მხვდა წილად. ეს ფანტასტიკური ორი წელიწადი იყო, მაგრამ ახლა ჩვენმა გუნდმა უნდა გაიმარჯვოს. ლეოს ისედაც ბევრი ტიტული აქვს მოგებული. დავრჩები თუ არა პსჟ-ში? ვნახოთ, თუმცა […]


პსჟ-ს მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში „ინტერ მაიამისთან“ და ყოფილ თანაგუნდელთან, ლეო მესისთან მომავალ დაპირისპირებაზე გააკეთა კომენტარი.
„მესი ჩემი შესანიშნავი მეგობარია, მსოფლიოს უდიადესი ფეხბურთელია. მასთან ერთად თამაშის ბედნიერება მხვდა წილად. ეს ფანტასტიკური ორი წელიწადი იყო, მაგრამ ახლა ჩვენმა გუნდმა უნდა გაიმარჯვოს. ლეოს ისედაც ბევრი ტიტული აქვს მოგებული.
დავრჩები თუ არა პსჟ-ში? ვნახოთ, თუმცა მე დარჩენა მინდა“, – განუცხადა დონარუმამ DAZN-ს.
პსჟ-სა და “ინტერ მაიამის” მატჩი 29 ივნისს ატალანტაში ჩატარდება.
საქმეში პირადად ინძაგი ჩაერთო – “ალ-ჰილალი” ოსიმენის დამატების იმედს არ კარგავს
ვანდა ნარამ ახალ ფეხბურთელთან ურთიერთობის შესახებ გვაუწყა
[VIDEO] 38 წლის ლუის სუარესის შედევრი “პალმეირასთან”
What's Your Reaction?






