დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება - კომისიის წევრების კითხვებს ჯონდი ბაღათურია უპასუხებს
რამდენიმე წუთში დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია მუშაობას განაახლებს. კომისიაზე დღეს განსახილველი საკითხია: თანამდებობის პირების კორუფციული გარიგებები და პირთა საკუთრების უფლებების შელახვასთან დაკავშირებული ფაქტები. პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სხდომაზე ჯონდი ბაღათურია და ჯუმბერ ბუზალაძე არიან მიწვეული. ამავე გამოძების ფარგლებში დაბარების მიუხედავად სხდომაზე არ გამოცხადების გამო გუშინ პროკურატურამ პოლიტიკოს გივი თარგამაძეს ბრალი წარუდგინა. ბრალი ჯარიმას ან ერთ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. ასევე "ქართული ოცნების" ინიციატივით საგამოძიებო კომისიას მუშაობა ივნისამდე გაუგრძელდება.

რამდენიმე წუთში დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია მუშაობას განაახლებს. კომისიაზე დღეს განსახილველი საკითხია: თანამდებობის პირების კორუფციული გარიგებები და პირთა საკუთრების უფლებების შელახვასთან დაკავშირებული ფაქტები.
პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სხდომაზე ჯონდი ბაღათურია და ჯუმბერ ბუზალაძე არიან მიწვეული. ამავე გამოძების ფარგლებში დაბარების მიუხედავად სხდომაზე არ გამოცხადების გამო გუშინ პროკურატურამ პოლიტიკოს გივი თარგამაძეს ბრალი წარუდგინა. ბრალი ჯარიმას ან ერთ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. ასევე "ქართული ოცნების" ინიციატივით საგამოძიებო კომისიას მუშაობა ივნისამდე გაუგრძელდება.
What's Your Reaction?






