დღეს ევროპის დღე აღინიშნება

დღეს ევროპის დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით დედაქალაქში ევროკავშირის საელჩო ღონისძიებას გამართავს. დაგეგმილია გამოფენები, მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს, გაეცნონ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას, ასევე  ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ინიციატივებს. ევროპის დღე, რომელიც ყოველწლიურად, 9 მაისს აღინიშნება, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა.  დღის ბოლოს კი ევროპის მოედანზე მარში გაიმართება. აქციის სლოგანია „ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“. ცნობილია, რომ  აქციას უერთდებიან სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები. 

მაი. 9, 2025 - 12:27
 0
დღეს ევროპის დღე აღინიშნება

დღეს ევროპის დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით დედაქალაქში ევროკავშირის საელჩო ღონისძიებას გამართავს. დაგეგმილია გამოფენები, მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს, გაეცნონ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას, ასევე  ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ინიციატივებს.

ევროპის დღე, რომელიც ყოველწლიურად, 9 მაისს აღინიშნება, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა. 

დღის ბოლოს კი ევროპის მოედანზე მარში გაიმართება. აქციის სლოგანია „ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“. ცნობილია, რომ  აქციას უერთდებიან სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები. 

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow