“დღეს ზურა ჯაფარიძეს თუ დააპატიმრებენ…” – რას წერს თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი: დღეს ზურა ჯაფარიძეს თუ დააპატიმრებენ, ვიღაცეები ალბათ მეამიტი სახით დაიწყებენ მტკიცებას, რომ რა შუაშია პოლიტიკა და პოლიტიკური მართლმსაჯულება, გადაეხადა გირაო და არაფერი იქნებოდაო … ხოდა, გავიგე რომ მოგწონთ სულელის თამაში, მაგრამ არ არსებობს ეს სასამართლო საქმე  უბრალოდ არ არსებობს!!! ოცნებამ რაღაც გამოიგონა, მერე იმას რაც გამოიგონა სისხლის სამართლის საქმე დაარქვა […] The post “დღეს ზურა ჯაფარიძეს თუ დააპატიმრებენ…” – რას წერს თინა ხიდაშელი appeared first on .

მაი. 22, 2025 - 15:57
 0
“დღეს ზურა ჯაფარიძეს თუ დააპატიმრებენ…” – რას წერს თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი:

დღეს ზურა ჯაფარიძეს თუ დააპატიმრებენ, ვიღაცეები ალბათ მეამიტი სახით დაიწყებენ მტკიცებას, რომ რა შუაშია პოლიტიკა და პოლიტიკური მართლმსაჯულება, გადაეხადა გირაო და არაფერი იქნებოდაო …
ხოდა, გავიგე რომ მოგწონთ სულელის თამაში, მაგრამ არ არსებობს ეს სასამართლო საქმე  უბრალოდ არ არსებობს!!!
ოცნებამ რაღაც გამოიგონა, მერე იმას რაც გამოიგონა სისხლის სამართლის საქმე დაარქვა და სასამართლოს ინსტრუმენტად იყენებს იმ პანიკის, შიშის გასაძლიერებლად რასაც აგერ რამდენი ხანია თესავს საზოგადოებაში – რასაც უნდათ იმას იზამენ, როგორც უნდათ ისე მოიქცევიან და პასუხს ვერავინ მოსთხოვთ.
ამასობაში, ახლა, ამ პოსტს რომ ვწერ, ზუსტად ამის გამო თურმე უცხო ქვეყნის აგენტი ვარ და მხოლოდ ამის გამო უნდა დავრეგისტრირდე და თუ არ დავრეგისტრირდები მერე მეც დამიჭერენ და ასე უსასრულოდ.
და მერე ის ხალხი ისევ სულელს ითამაშებს, რა მოხდა მერე გადაეხადა, დარეგისტრირებულიყო, შუბლზე ტატუ გაეკეთებინა”აგენტი ვარ” და არაფერი მოხდებოდა, არც არავის დაიჭერდნენ  და ასე უსასრულოდ.
მხოლოდ იმაზე დაფიქრდით, რომ ხვალ თქვენც რაღაცას დაწერთ, ან მეგობარს ეტყვით, ან გაიფიქრებთ და თქვენს წინააღმდეგადაც ასევე მოიგონებენ სისხლის სამართლის საქმეებს … და მერე კი იცით რითიც დასრულდება ეს ისტორია ….
შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება

The post “დღეს ზურა ჯაფარიძეს თუ დააპატიმრებენ…” – რას წერს თინა ხიდაშელი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow