“დღეს შესაძლოა რომეომ გაუსხა, ხვალ საკუთარი ოჯახის წევრმაც კი შეიძლება გაუსხას” – ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი: დიდი სიხარულია გიორგი ახობაძის გათავისუფლება. ვუსმენ და ვკითხულობ ვარაუდებს, რა მოხდა, ბიძინამ გადაწყვიტა თუ არა პირადად, რატომ გაათავისუფლეს ახობაძე და რატომ არა მზია და ა.შ. ნუ ეძებთ სტრუქტურირებულ ლოგიკას ამ პროცესებში და ნუ წარმოაჩენთ ისე, თითქოს ივანიშვილი ყოვლისშემძლეა. დიდი ხანია მისმა რეჟიმმა დაკარგა ლოგიკა, დიქტატორული რეჟიმის ლოგიკაც კი. მაგალითად, დიქტატორული რეჟიმები ცდილობენ […] The post “დღეს შესაძლოა რომეომ გაუსხა, ხვალ საკუთარი ოჯახის წევრმაც კი შეიძლება გაუსხას” – ჯანგირაშვილი appeared first on .

აგვ. 7, 2025 - 00:57
 0
“დღეს შესაძლოა რომეომ გაუსხა, ხვალ საკუთარი ოჯახის წევრმაც კი შეიძლება გაუსხას” – ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:

დიდი სიხარულია გიორგი ახობაძის გათავისუფლება. ვუსმენ და ვკითხულობ ვარაუდებს, რა მოხდა, ბიძინამ გადაწყვიტა თუ არა პირადად, რატომ გაათავისუფლეს ახობაძე და რატომ არა მზია და ა.შ. ნუ ეძებთ სტრუქტურირებულ ლოგიკას ამ პროცესებში და ნუ წარმოაჩენთ ისე, თითქოს ივანიშვილი ყოვლისშემძლეა. დიდი ხანია მისმა რეჟიმმა დაკარგა ლოგიკა, დიქტატორული რეჟიმის ლოგიკაც კი. მაგალითად, დიქტატორული რეჟიმები ცდილობენ რეპრესიული მანქანა იმაზე მძიმე არ იყოს, რის აწევას და ზიდვასაც შეძლებენ. ადრეც მითქვამს და ახლაც ვიტყვი: ივანიშვილს მისივე რეპრესიული მანქანის სიმძიმე გასრისავს. სად გაუსხამს და როდის – არ ვიცით, და არც თვითონ იცის. დღეს შესაძლოა რომეომ გაუსხა, ხვალ საკუთარი ოჯახის წევრმაც კი შეიძლება გაუსხას. რაც მთავარია, ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები და არ დავიღალოთ. გამარჯვება იმაზე მალე დადგება, ვიდრე დღეს წარმოგვიდგენია.

The post “დღეს შესაძლოა რომეომ გაუსხა, ხვალ საკუთარი ოჯახის წევრმაც კი შეიძლება გაუსხას” – ჯანგირაშვილი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow