,, ეგენი ახვლედიანს ხო არ ტენიან სროლას და სროლამდე მაგ წერილის დაწერას?” – ლაშა ბერულავა
ჟურნალისტი ლაშა ბერულავა: ,,ძაან არეულები რომ არ იყვნენ და წერილი რეალური იყოს, წერილის ფოტო ელვისებური სისწრაფით გავრცელდებოდა პირველივე წუთებიდან – გაიხსენეთ, როგორი სისწრაფით გავრცელდა საწყალი კესარია აბრამიძის დაჩეხილი ცხედრის ფოტო. ამის ნაცვლად, ჯერ შემოაგდეს, წერილი დატოვაო, მერე შემოაგდეს, მედდამ იპოვა და პრაიმტაიმი აქვეყნებსო, შინაარსი მოგვითხრეს. მერე მიხვდნენ, რომ აბსურდი გამოდიოდა და სრული ვერსია შეთხზეს. მერე […] The post ,, ეგენი ახვლედიანს ხო არ ტენიან სროლას და სროლამდე მაგ წერილის დაწერას?” – ლაშა ბერულავა appeared first on .

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა:
,,ძაან არეულები რომ არ იყვნენ და წერილი რეალური იყოს, წერილის ფოტო ელვისებური სისწრაფით გავრცელდებოდა პირველივე წუთებიდან – გაიხსენეთ, როგორი სისწრაფით გავრცელდა საწყალი კესარია აბრამიძის დაჩეხილი ცხედრის ფოტო.
ამის ნაცვლად, ჯერ შემოაგდეს, წერილი დატოვაო,
მერე შემოაგდეს, მედდამ იპოვა და პრაიმტაიმი აქვეყნებსო, შინაარსი მოგვითხრეს.
მერე მიხვდნენ, რომ აბსურდი გამოდიოდა და სრული ვერსია შეთხზეს.
მერე მიხვდნენ, რომ სრულ ვერსიაში ცოლის სახელი იყო გამოტოვებული და რედაქტირებულ-სატელევიზიოში ჩაამატეს.
მერე მიხვდნენ რომ სინამდვილეში, მედდას რომ ეპოვა, კრიმინალი იყო და ახლა ამბობენ, იქ იპოვეს, სადაც თორნიკე ეგდო უგონოდ თავდაპირველადო.
ბოლოს მთლად გაუბერეს და, აგერ ვოლსკიმ, ეჭვი მეპარება, რომ ეგ წერილი რიჟვაძის დაწერილი არააო;
ლურჯი პასტით რატოა დაწყებული და შავით გაგრძელებული (თუ პირიქით) მაგის ახსნაზე პოლიტსაბჭოს მოიწვევენ და მერე გვეტყვიან, ალბათ.
წერილომანია გრძელდება.
და საერთოდაც, ეგენი ახვლედიანს ხო არ ტენიან სროლას და სროლამდე მაგ წერილის დაწერას? აბა რას ნიშნავს, ეჭვი გვეპარებაო?“
The post ,, ეგენი ახვლედიანს ხო არ ტენიან სროლას და სროლამდე მაგ წერილის დაწერას?” – ლაშა ბერულავა appeared first on .
What's Your Reaction?






