ევერტონმა მან.სიტიდან კაილ უოკერის შეძენა გადაწყვიტა
მას შემდეგ, რაც კაილ უოკერი მანჩესტერ სიტიმ მილანში გაანათხოვრა, ინგლისელი მცველი არც იტალიაში მოეწონათ და მის გამოსყიდვას არ აპირებენ

თავის მხრივ, სიტიში უკვე გადაწყვიტეს, რომ უოკერისთვის ყველაფერი დასრულებულია, რის გამოც ქალაქელები მოლაპარაკებების გახსნას ნებისმიერ მსურველთან გეგმავენ.
ახლახანს დაიწერა ევერტონის ინტერესის შესახებ. დევიდ მოიესი გუნდის გაძლიერებას ცდილობს და ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ უოკერი იქნება.
35 წლის მცველმა გასული სეზონის პრემიერ ლიგაში 15 მატჩი ითამაშა, სერია A-ში კი ოთხით ნაკლები.
What's Your Reaction?






