ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროპაგანდისტული მედიები განზრახ თავდასხმას „შეხვედრას“ უწოდებენ, თან, ფორმალურად სხვადასხვა პლატფორმა იდენტურ ტექსტს ავრცელებს - პაპუაშვილი

ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროპაგანდისტული მედიები „ონჯი“ და პ„უბლიკა“, ხალხის არჩეული წარმომადგენლის ადევნებას და მასზე, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, განზრახ თავდასხმას „შეხვედრას“ უწოდებენ, – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრ მარიამ ლაშხზე თავდასხმას. როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მსგავსად, ბრიუსელმაც უარი თქვას პროპაგანდისტული მედიების დაფინანსების მავნე პრაქტიკაზე. „ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროპაგანდისტული მედიები „ონჯი “და „პუბლიკა“, ხალხის არჩეული წარმომადგენლის ადევნებას და მასზე, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, განზრახ თავდასხმას „შეხვედრას“ უწოდებენ, რათა ამ თავდასხმის სიმძაფრე დააკნინონ. ამასთან, ორივე, ფორმალურად სხვადასხვა პლატფორმა, სიტყვასიტყვით იდენტურ ტექსტს ავრცელებს, რაც კოორდინირებულ მოქმედებაზე მიუთითებს. მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მსგავსად, ბრიუსელმაც უარი თქვას პროპაგანდისტული მედიების დაფინანსების მავნე პრაქტიკაზე“, – წერს პაპუაშვილი.

მაი. 19, 2025 - 16:57
 0
ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროპაგანდისტული მედიები განზრახ თავდასხმას „შეხვედრას“ უწოდებენ, თან, ფორმალურად სხვადასხვა პლატფორმა იდენტურ ტექსტს ავრცელებს - პაპუაშვილი

ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროპაგანდისტული მედიები „ონჯი“ და პ„უბლიკა“, ხალხის არჩეული წარმომადგენლის ადევნებას და მასზე, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, განზრახ თავდასხმას „შეხვედრას“ უწოდებენ, – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრ მარიამ ლაშხზე თავდასხმას.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მსგავსად, ბრიუსელმაც უარი თქვას პროპაგანდისტული მედიების დაფინანსების მავნე პრაქტიკაზე.

„ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროპაგანდისტული მედიები „ონჯი “და „პუბლიკა“, ხალხის არჩეული წარმომადგენლის ადევნებას და მასზე, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, განზრახ თავდასხმას „შეხვედრას“ უწოდებენ, რათა ამ თავდასხმის სიმძაფრე დააკნინონ.

ამასთან, ორივე, ფორმალურად სხვადასხვა პლატფორმა, სიტყვასიტყვით იდენტურ ტექსტს ავრცელებს, რაც კოორდინირებულ მოქმედებაზე მიუთითებს.

მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მსგავსად, ბრიუსელმაც უარი თქვას პროპაგანდისტული მედიების დაფინანსების მავნე პრაქტიკაზე“, – წერს პაპუაშვილი.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow