ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტი დაამტკიცეს
დაამტკიცეს. სანქციების ახალი პაკეტის განხილვა ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა

ევროკავშირის მუდმივმა წარმომადგენლებმა ბრიუსელში გამართულ რიგგარეშე სხდომაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტი დაამტკიცეს. ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
„ჩვენ მყარად ვდგავართ. ევროკავშირმა ახლახან დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი პაკეტი. ჩვენ ვაგრძელებთ კრემლის სამხედრო ბიუჯეტის შემცირებას, ვასანქცირებთ „ჩრდილოვანი ფლოტისა“ და მისი დამხმარე კიდევ 150 გემს და აგრეთვე ვზღუდავთ რუსული ბანკების წვდომას ფინანსებთან“, - დაწერა კალასმა.
სანქციების ახალი პაკეტის განხილვა ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ახლა ის ევროპულმა საბჭომ წერილობით ფორმალურად უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგ პაკეტი ძალაში შევა.
What's Your Reaction?






