ევროკავშირმა 4 პორნო საიტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, მათ შორის ერთ-ერთი მსოფლიოში უმსხვილესია – BBC

ევროკავშირმა Pornhub-ის, Stripchat-ის და კიდევ ორი პორნოგრაფიული საიტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, რომლებიც შესაძლოა ევროკავშირის ონლაინ კონტენტის კანონებს არღვევდნენ. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ევროკომისიამ განაცხადა, რომ საიტებმა, რომლებიც ასევე მოიცავს საიტებს XVideos-ს და XNXX-სს, როგორც ჩანს, ვერ მიიღეს შესაბამისი ზომები ბავშვებისა და მათი უფლებების დასაცავად. მათი თქმით, ეს მოიცავდა ასაკის დადასტურების “ადეკვატური“ მეთოდების აშკარა ნაკლებობას, რათა თავიდან […]

მაი. 31, 2025 - 01:27
 0
ევროკავშირმა 4 პორნო საიტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, მათ შორის ერთ-ერთი მსოფლიოში უმსხვილესია – BBC

ევროკავშირმა Pornhub-ის, Stripchat-ის და კიდევ ორი პორნოგრაფიული საიტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, რომლებიც შესაძლოა ევროკავშირის ონლაინ კონტენტის კანონებს არღვევდნენ. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ევროკომისიამ განაცხადა, რომ საიტებმა, რომლებიც ასევე მოიცავს საიტებს XVideos-ს და XNXX-სს, როგორც ჩანს, ვერ მიიღეს შესაბამისი ზომები ბავშვებისა და მათი უფლებების დასაცავად.
მათი თქმით, ეს მოიცავდა ასაკის დადასტურების “ადეკვატური“ მეთოდების აშკარა ნაკლებობას, რათა თავიდან აეცილებინათ ბავშვებისთვის ზრდასრულთათვის განკუთვნილ მასალაზე წვდომა.
„ონლაინ პლატფორმებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ბავშვთა უფლებები და ინტერესები მათი სერვისების დიზაინისა და ფუნქციონირების ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
Pornhub-ის მშობელმა კომპანია Aylo-მ განაცხადა, რომ გამოძიების შესახებ ინფორმირებული იყო და “სრულად იყო ორიენტირებული არასრულწლოვნების ონლაინ უსაფრთხოებაზე“.
rustavi2.ge

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow