“”ევროპაში ამას ვეღარ იგებენ, ამას მოჰყვება ის, რომ საქართველოს უბრალოდ დაივიწყებენ” – ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი: ორი დღის წინ დონალდ ტუსკმა პოლონეთის პარლამენტში თქვა ჩვენთვის საბედისწერო ფრაზა: “ქართველების ერთი მესამედია ისეთი ხალხი, ვისაც სრულად სურს ჩვენი ღირებულებების გაზიარება,“ და სწორედ ეს მოიყვანა მთავარ არგუმენტად, რომ პოლონეთი ჩართულია უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხში და საჭირო უმრავლესობას ქმნის ევროკავშირში , რათა შეზღუდონ ან შეაჩერონ უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან. სამწუხაროდ ეს აზრი, რომ […] The post “”ევროპაში ამას ვეღარ იგებენ, ამას მოჰყვება ის, რომ საქართველოს უბრალოდ დაივიწყებენ” – ჯანგირაშვილი appeared first on .

ივნ. 14, 2025 - 06:57
 0
“”ევროპაში ამას ვეღარ იგებენ, ამას მოჰყვება ის, რომ საქართველოს უბრალოდ დაივიწყებენ” – ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:

ორი დღის წინ დონალდ ტუსკმა პოლონეთის პარლამენტში თქვა ჩვენთვის საბედისწერო ფრაზა:

“ქართველების ერთი მესამედია ისეთი ხალხი, ვისაც სრულად სურს ჩვენი ღირებულებების გაზიარება,“ და სწორედ ეს მოიყვანა მთავარ არგუმენტად, რომ პოლონეთი ჩართულია უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხში და საჭირო უმრავლესობას ქმნის ევროკავშირში , რათა შეზღუდონ ან შეაჩერონ უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან.

სამწუხაროდ ეს აზრი, რომ სინამდვილეში არა ქართველების 80%–ს, არამედ დაახლოებით 30%–ს უნდა რეალურად ევროპა, უკვე ფიგურირებს ევროპაში და მალე შეიძლება დომინანტური გახდეს. აღარ მოხდება ქართველი ხალხის და საქართველოს ხელისუფლების გამიჯვნა. მათი გაგება შეიძლება – სხვანაირად უბრალოდ ვერ ხსნიან, როგორ შეიძლება მოსახლეობის უმრავლესობას ევროპა უნდოდეს და რუსულ ხელისუფლებას და რუსეთის სრულ ინტერვენციას იტანდეს. ევროპაში ამას ვეღარ იგებენ. ამას მოჰყვება ის, რომ საქართველოს უბრალოდ გადაისვრიან ბელორუსის კალათაში და დაივიწყებენ. სწორედ ეს არის ოცნების ოცნება. წლობით და ათწლეულობით წავალთ რუსულ წყვდიადში.

ჩვენ არც ისე ბევრი დრო გვაქვს, რომ ჩვენი რესურსების მობილიზება გავაკეთოთ და სწორად დავორგანიზდეთ. უბრალოდ შეუძლებელია ასე ადვილად დავუთმოთ ქვეყანა რუსებს.

 

The post “”ევროპაში ამას ვეღარ იგებენ, ამას მოჰყვება ის, რომ საქართველოს უბრალოდ დაივიწყებენ” – ჯანგირაშვილი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow