ევროპაში ყველაზე გრძელი ზიპლაინი გახსნილია
ევროპაში ყველაზე გრძელი, ჩირუხის ორზოლიანი ზიპლაინი ოფიციალურად გაიხსნა. ზიპლაინის სამონტაჟო სამუშაოები, ტექნიკური ოპერირება და უსაფრთხოების მონიტორინგი ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე იტალიურმა კომპანიამ განახორციელა. პროექტის ჯამური ღირებულება 9 მილიონი ლარია, მთიან აჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ოთხი სეზონის ტურიზმის სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩირუხის მთა დაკავშირებულია ხულოს მუნიციპალიტეტის ტურისტულ მარშრუტებთან და კურორტ გოდერძთან, სადაც უკვე მოწყობილია ტურისტული ბილიკები. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით ახალი ზიპლაინი ქმნის ტურისტული პროდუქტების ერთიან ჯაჭვს ორ მუნიციპალიტეტს შორის.

ევროპაში ყველაზე გრძელი, ჩირუხის ორზოლიანი ზიპლაინი ოფიციალურად გაიხსნა.
ზიპლაინის სამონტაჟო სამუშაოები, ტექნიკური ოპერირება და უსაფრთხოების მონიტორინგი ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე იტალიურმა კომპანიამ განახორციელა.
პროექტის ჯამური ღირებულება 9 მილიონი ლარია, მთიან აჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ოთხი სეზონის ტურიზმის სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
ჩირუხის მთა დაკავშირებულია ხულოს მუნიციპალიტეტის ტურისტულ მარშრუტებთან და კურორტ გოდერძთან, სადაც უკვე მოწყობილია ტურისტული ბილიკები.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით ახალი ზიპლაინი ქმნის ტურისტული პროდუქტების ერთიან ჯაჭვს ორ მუნიციპალიტეტს შორის.
What's Your Reaction?






