ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საკითხზე დებატები მიმდინარეობს

იანვარში ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ გამოხატა ღრმა შეშფოთება საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გამო და დაგმო პოლიციის სისასტიკე დემონსტრაციების კონტექსტში, ასევე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევა და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობა. სამწუხაროდ, იანვრის შემდეგ მდგომარეობა არ შეცვლილა და ჩვენი ასამბლეის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით პროგრესი არ შეინიშნება, - ამის შესახებ ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა, ედიტ ესტრელამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ასამბლეის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით პროგრესი არ შეინიშნება. „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენლებისგან ბოლო ამბებისა და ცნობების თანახმად, სიტუაცია გაუარესდა. დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვებით რატიფიცირებასთან ერთად, ასამბლეა ჩამოაყალიბა მკაფიო რეკომენდაციები და მოთხოვნები ქვეყანაში კრიზისის დარეგულირების მიზნით, რასთან დაკავშირებითაც ის ელოდება მკაფიო და ხელშესახებ პროგრეს ამ სესიისთვის. შესაბამისად, ჩვენ მიერ დღეს წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტში ჩვენ ვაჯამებთ იანვრის დებატების შემდეგ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს“, – განაცხადა ედიტ ესტრელამ. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა, საბინა ჩუდიჩმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წარდგენილი კანონმდებლობა უცხოელი დონორებისთვის გრანტების გაცემასთან დაკავშირებით მთავრობის თანხმობის მიცემაზე, რისკის ქვეშ აყენებს სამოქალაქო საზოგადოების არსებობის გაგრძელებას. „საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცე მცირდება. პარლამენტმა უკან არ გაიწვია კანონი, რომელზეც გაიმართა დისკუსიები აქ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, როგორც საუბარი იყო, რომ გაკეთებულიყო. თუმცა ეს ჩანაცვლდა ქართული ვერსიით, რომელიც უცხო აგენტის რეგისტრაციაზე უარის კრიმინალიზაციას ახდენს. მონიტორინგის კომიტეტს აქვს ვენეციის კომისიის საგანგებო მოსაზრება ამ კანონზე და ჩვენ ვურჩიეთ მთავრობას, სრულად გაეთვალისწინებინა შეშფოთებები და რეკომენდაციები. მხოლოდ ამ კვირაში, „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა ახალი კანონმდებლობა, რომელიც ითხოვს, რომ ნებისმიერმა უცხოელმა დონორმა, რომელთა შორის არის ევროსაბჭოც, მიმართოს მთავრობას თანხმობისთვის საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე გრანტების გაცემამდე", - განაცხადა ჩუდიჩმა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარის, ფრანკ შვაბეს თქმით, საქართველოს ხელისუფლება დაშორდა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების გზას. "ევროპის სბაჭოს წევრობა არის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობისადმი ვალდებულება. საქმე არ ეხება გეოპოლიტიკას. ზოგიერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა მითხრა – „ა, თქვენ გინდათ, გადაწყვიტოთ, რა გზით უნდა წავიდეთ ჩვენ?“ – რა თქმა უნდა, არ მომწონს, თუ თქვენ სამხედრო დამნაშავეებთან მეგობრობთ, თუმცა თუ გინდათ, რომ იყოთ მეგობრები პუტინის რუსეთთან, შეგიძლიათ, ეს გააკეთოთ. ის, რისი გაკეთებაც არ შეგიძლიათ, არის ამ ორგანიზაციის ღირებულებებისა და წესების შელახვა. თქვენ უნდა დაიცვათ ისინი. თქვენს ქვეყანას პუტინის რუსეთის მოდელის მსგავსად თუ ცვლით, მაშინ ჩვენ ერთად გვაქვს პრობლემა და ეს არის აღწერილი ამ ანგარიშში. სწორედ ამიტომ, ჩვენ მკაფიო გზავნილი გავაგზავნეთ იანვარში – გთხოვთ, დაბრუნდით, დაბრუნდით ჩვენთან კონსტრუქციული დიალოგით, მოდით, წავიდეთ ერთად სწორი მიმართულებით, თუმცა, სამწუხაროდ, დღეს უნდა ვთქვათ, რომ მოხდა საპირისპირო. ისინი მისდევენ სხვა ქვეყნების მოდელს. ყოველდღე წარადგნენ ახალ უცნაურ კანონს ყველას დასაბნევად", - აცხადებს ფრანკ შვაბე. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრის, ზეინეპ ილდიზის განცხადებით, დიალოგის ხელშეწყობა და თანამშრომლობის გაძლიერება იქნება გასაღები ასამბლეაზე მიმდინარე დებატებში კონსტრუქციული და სასარგებლო შედეგების მისაღწევად. " ჩვენ ვმართავთ დებატებს საქართველოზე, მაგრამ ქართული დელეგაციის გარეშე. თუ ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზას და დავხურავთ კარს დიალოგისთვის, რომელიც არის ერთადერთი გზა საერთო ენის გამოსაძებნად და პრობლემების გადასაჭრელად, ჩვენ ვაწყდებით რისკს, რომ შევასუსტოთ მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობა. ამიტომ, მოვუწოდებ ყველა კოლეგას, გადახედოს ამ საკითხს. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი დიალოგის, გაგების და თანამშრომლობის გზას, ვიდრე გავაგრძელოთ იზოლაცია და კონფრონტაცია. შესაბამისად, მე არ დავუჭერ მხარს ამ ანგარიშს“, – განაცხადა ზეინეპ ილდიზმა.

აპრ. 10, 2025 - 16:27
 0
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საკითხზე დებატები მიმდინარეობს

იანვარში ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ გამოხატა ღრმა შეშფოთება საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გამო და დაგმო პოლიციის სისასტიკე დემონსტრაციების კონტექსტში, ასევე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევა და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობა. სამწუხაროდ, იანვრის შემდეგ მდგომარეობა არ შეცვლილა და ჩვენი ასამბლეის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით პროგრესი არ შეინიშნება, - ამის შესახებ ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა, ედიტ ესტრელამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ასამბლეის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით პროგრესი არ შეინიშნება.

„სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენლებისგან ბოლო ამბებისა და ცნობების თანახმად, სიტუაცია გაუარესდა. დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვებით რატიფიცირებასთან ერთად, ასამბლეა ჩამოაყალიბა მკაფიო რეკომენდაციები და მოთხოვნები ქვეყანაში კრიზისის დარეგულირების მიზნით, რასთან დაკავშირებითაც ის ელოდება მკაფიო და ხელშესახებ პროგრეს ამ სესიისთვის. შესაბამისად, ჩვენ მიერ დღეს წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტში ჩვენ ვაჯამებთ იანვრის დებატების შემდეგ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს“, – განაცხადა ედიტ ესტრელამ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა, საბინა ჩუდიჩმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წარდგენილი კანონმდებლობა უცხოელი დონორებისთვის გრანტების გაცემასთან დაკავშირებით მთავრობის თანხმობის მიცემაზე, რისკის ქვეშ აყენებს სამოქალაქო საზოგადოების არსებობის გაგრძელებას.

„საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცე მცირდება. პარლამენტმა უკან არ გაიწვია კანონი, რომელზეც გაიმართა დისკუსიები აქ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, როგორც საუბარი იყო, რომ გაკეთებულიყო. თუმცა ეს ჩანაცვლდა ქართული ვერსიით, რომელიც უცხო აგენტის რეგისტრაციაზე უარის კრიმინალიზაციას ახდენს. მონიტორინგის კომიტეტს აქვს ვენეციის კომისიის საგანგებო მოსაზრება ამ კანონზე და ჩვენ ვურჩიეთ მთავრობას, სრულად გაეთვალისწინებინა შეშფოთებები და რეკომენდაციები. მხოლოდ ამ კვირაში, „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა ახალი კანონმდებლობა, რომელიც ითხოვს, რომ ნებისმიერმა უცხოელმა დონორმა, რომელთა შორის არის ევროსაბჭოც, მიმართოს მთავრობას თანხმობისთვის საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე გრანტების გაცემამდე", - განაცხადა ჩუდიჩმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარის, ფრანკ შვაბეს თქმით, საქართველოს ხელისუფლება დაშორდა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების გზას.

"ევროპის სბაჭოს წევრობა არის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობისადმი ვალდებულება. საქმე არ ეხება გეოპოლიტიკას. ზოგიერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა მითხრა – „ა, თქვენ გინდათ, გადაწყვიტოთ, რა გზით უნდა წავიდეთ ჩვენ?“ – რა თქმა უნდა, არ მომწონს, თუ თქვენ სამხედრო დამნაშავეებთან მეგობრობთ, თუმცა თუ გინდათ, რომ იყოთ მეგობრები პუტინის რუსეთთან, შეგიძლიათ, ეს გააკეთოთ. ის, რისი გაკეთებაც არ შეგიძლიათ, არის ამ ორგანიზაციის ღირებულებებისა და წესების შელახვა. თქვენ უნდა დაიცვათ ისინი. თქვენს ქვეყანას პუტინის რუსეთის მოდელის მსგავსად თუ ცვლით, მაშინ ჩვენ ერთად გვაქვს პრობლემა და ეს არის აღწერილი ამ ანგარიშში. სწორედ ამიტომ, ჩვენ მკაფიო გზავნილი გავაგზავნეთ იანვარში – გთხოვთ, დაბრუნდით, დაბრუნდით ჩვენთან კონსტრუქციული დიალოგით, მოდით, წავიდეთ ერთად სწორი მიმართულებით, თუმცა, სამწუხაროდ, დღეს უნდა ვთქვათ, რომ მოხდა საპირისპირო. ისინი მისდევენ სხვა ქვეყნების მოდელს. ყოველდღე წარადგნენ ახალ უცნაურ კანონს ყველას დასაბნევად", - აცხადებს ფრანკ შვაბე.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრის, ზეინეპ ილდიზის განცხადებით, დიალოგის ხელშეწყობა და თანამშრომლობის გაძლიერება იქნება გასაღები ასამბლეაზე მიმდინარე დებატებში კონსტრუქციული და სასარგებლო შედეგების მისაღწევად.

" ჩვენ ვმართავთ დებატებს საქართველოზე, მაგრამ ქართული დელეგაციის გარეშე. თუ ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზას და დავხურავთ კარს დიალოგისთვის, რომელიც არის ერთადერთი გზა საერთო ენის გამოსაძებნად და პრობლემების გადასაჭრელად, ჩვენ ვაწყდებით რისკს, რომ შევასუსტოთ მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობა. ამიტომ, მოვუწოდებ ყველა კოლეგას, გადახედოს ამ საკითხს. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი დიალოგის, გაგების და თანამშრომლობის გზას, ვიდრე გავაგრძელოთ იზოლაცია და კონფრონტაცია. შესაბამისად, მე არ დავუჭერ მხარს ამ ანგარიშს“, – განაცხადა ზეინეპ ილდიზმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow