“ევროპული და ამერიკული ბაზრები აზიურმა 70%-ით ჩაანაცვლა” – გიდი

ევროპული და ამერიკული ბაზრები აზიურმა ბაზარმა 70%-ით ჩაანაცვლა,- ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში “ქალების ნარატივი” სერტიფიცირებულმა გიდმა, ქეთი უგლავამ ისაუბრა. მისი შეფასებით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა დაბალბიუჯეტიანი ტურისტების რაოდენობა, რომლებიც ხშირად გიდის გარეშე გადაადგილდებიან, თავად ქირაობენ მანქანებს და ადგილობრივი მარშრუტებით დამოუკიდებლად მოგზაურობენ. “საკმაოდ გაზრდილია ისეთი ტურისტების რაოდენობა, რომლებიც გიდის გარეშე ირჩევენ მოგზაურობას. ისინი უბრალოდ მანქანას […]

მაი. 5, 2025 - 01:57
 0
“ევროპული და ამერიკული ბაზრები აზიურმა 70%-ით ჩაანაცვლა” – გიდი

ევროპული და ამერიკული ბაზრები აზიურმა ბაზარმა 70%-ით ჩაანაცვლა,- ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში “ქალების ნარატივი” სერტიფიცირებულმა გიდმა, ქეთი უგლავამ ისაუბრა.
მისი შეფასებით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა დაბალბიუჯეტიანი ტურისტების რაოდენობა, რომლებიც ხშირად გიდის გარეშე გადაადგილდებიან, თავად ქირაობენ მანქანებს და ადგილობრივი მარშრუტებით დამოუკიდებლად მოგზაურობენ.
“საკმაოდ გაზრდილია ისეთი ტურისტების რაოდენობა, რომლებიც გიდის გარეშე ირჩევენ მოგზაურობას. ისინი უბრალოდ მანქანას ქირაობენ და ამ მანქანით გადაადგილდებიან სხვადასხვა ლოკაციაზე. ასევე, საკმაოდ გაზრდილია დაბალბიუჯეტიანი ტურისტული ნაკადები, რომლებიც ყველა ფეხის ნაბიჯზე ვაჭრობენ ფასებთან დაკავშირებით. რითაც, ტურიზმში ჩართული ბევრი ადამიანი უკმაყოფილოა”, – აღნიშნა უგლავამ.
გიდის თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა ევროპელ და ამერიკელ ტურისტებში შიში გააჩინა, რის გამოც ამ ბაზრებიდან ვიზიტორების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. აღნიშნულმა მრავალი დაგეგმილი ტურის გაუქმებაც გამოიწვია.
“ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო, ბევრ ევროპელ და ამერიკელ ტურისტს ეშინია საქართველოში მოგზაურობის და კომფორტულად აღარ გრძნობენ თავს. ძალიან ბევრი ტური გაუქმდა. აზიელ სტუმრებს ამის გამო შიში არ აქვთ, თუმცა არც ხელსაყრელი ტურისტები არიან ჩვენი ქვეყნისათვის. გვსტურობენ ინდოელები, არაბები, ჩინელები და კორეელები”, – დასძინა ქეთი უგლავამ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow