ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

მონტენეგროში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) მოიპოვა. ლიპარტელიანმა ფინალი გერმანელ სეია ბალჰაუსთან დათმო და სენიორებს შორის კონტინენტის პირველობაზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ვიცე-ჩემპიონობა კარიერაში პირველად მოიპოვა. ეთერ ლიპარტელიანმა ფინალამდე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე დარია კურბონმამადოვას და შვეიცარიელ ბინტა ნდიაეს სძლია, ნახევარფინალში კი ისრაელელი თიმნა ნელსონ ლევი დაამარცხა. ამ ეტაპზე […]

აპრ. 25, 2025 - 13:27
 0
ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

მონტენეგროში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) მოიპოვა.
ლიპარტელიანმა ფინალი გერმანელ სეია ბალჰაუსთან დათმო და სენიორებს შორის კონტინენტის პირველობაზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ვიცე-ჩემპიონობა კარიერაში პირველად მოიპოვა.
ეთერ ლიპარტელიანმა ფინალამდე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე დარია კურბონმამადოვას და შვეიცარიელ ბინტა ნდიაეს სძლია, ნახევარფინალში კი ისრაელელი თიმნა ნელსონ ლევი დაამარცხა.
ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია – გუშინწინ ევროპის ჩემპიონობა გიორგი სარდალაშვილმა (-60 კგ) იზეიმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow