ელენე ხოშტარია: ვთქვათ ყველამ საკუთარი პოზიცია და ავიღოთ მასზე პასისმგებლობა

“კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია როგორც შიმშილობაზე ასევე პოლიტიკურ ამოცანებზე. ჩემი შიმშოლობა არის განაცხადი: 1. ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ დიდი შემართებით. ამიტომ ეს შემართება ჩემის მხრივ მე ასე დავაფიქსირე 2. სწორი ბრძოლის სტრატეგია ჩემი აზრით: – ერთობა რეჟიმთან ართანამშრომლობის იდეის გარშემო – ეწ არჩევნების დელეგიტიმაცია – პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა – პროტესტის გაძლიერება ერთიანი საზოგადოებრივი და […]

ივნ. 29, 2025 - 18:57
 0
ელენე ხოშტარია: ვთქვათ ყველამ საკუთარი პოზიცია და ავიღოთ მასზე პასისმგებლობა
“კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია როგორც შიმშილობაზე ასევე პოლიტიკურ ამოცანებზე.
ჩემი შიმშოლობა არის განაცხადი:
1. ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ დიდი შემართებით. ამიტომ ეს შემართება ჩემის მხრივ მე ასე დავაფიქსირე
2. სწორი ბრძოლის სტრატეგია ჩემი აზრით:
– ერთობა რეჟიმთან ართანამშრომლობის იდეის გარშემო
– ეწ ს დელეგიტიმაცია
– პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა
– პროტესტის გაძლიერება ერთიანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალით
პოლიტიკური პარტიების სიცხადე ბრძოლის სტრატეგიაზე მიმაჩნია გადამწყვეტი ამ ეტაპზე, რადგან სანამ ოცნება შეტევაზეა ჩვენი ბუნდოვანება ნიჰილიზმს აღვივებს.
პრეზიდენტმა ეს სიცხადე 26 მაისს და შემდეგ 5 ივნისს შემოიტანა – არანაირი მოგონილი არჩევნები
მთელმა რიგმა პარტიებმა პოზიცია დააფიქსირეს. დარჩა პარტიები, ვინც არ დააფიქსირა და მე ველოდები ამ პოზიციას.
შესაბამისად, მე როდის შევწყვეტ შიმშილობას ეს ჩემი პირადი საქმეა და არ ვაპირებ უკან დახევას არცერთი მილიმეტრით.
ჩემ ძვირფას მეგობრებს ლელოდან კი მივმართავ, რომ მე შანტაჟის ენით, არა თუ მეგობრებთან არამედ მტრებთანაც არ ვსაუბრობ, არაფერი სამაგისო არ მაქვს.
ვთქვათ ყველამ საკუთარი პოზიცია და ავიღოთ მასზე პასისმგებლობა” – წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow