ელენე ხოშტარია: იმედი მაქვს დაიხურება ყალბი არჩევნების თემა და ვიქნებით ერთიანები ამ ბრძოლაში

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარია, მათ შორის, კოალიციის პატიმრობაში მყოფი 3 ლიდერის სახელით საზოგადოებას მიმართა. მისი განცხადებით, კოალიცია ცვლილებისთვის არის ერთ მუშტად შეკრული და განაგრძობს ბრძოლას რუსულ რეჟიმთან. “ზურამაც, ნიკა მელიამაც ამხილა კიდევ ერთხელ სისტემა. ზურა უადვოკატოდ დაიჭირეს, ნიკა მელია გაიტაცეს ეს არ იყო დაპატიმრება. ნიკა გვარამია თავის ფეხით მივიდა, რაც ალბათ ისტორიაში შემორჩება, როგორც წარმოუდგენელი ფაქტი”. […]

ივნ. 16, 2025 - 12:27
 0
ელენე ხოშტარია: იმედი მაქვს დაიხურება ყალბი არჩევნების თემა და ვიქნებით ერთიანები ამ ბრძოლაში

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარია, მათ შორის, კოალიციის პატიმრობაში მყოფი 3 ლიდერის სახელით საზოგადოებას მიმართა. მისი განცხადებით, კოალიცია ცვლილებისთვის არის ერთ მუშტად შეკრული და განაგრძობს ბრძოლას რუსულ რეჟიმთან.

“ზურამაც, მაც ამხილა კიდევ ერთხელ სისტემა. ზურა უადვოკატოდ დაიჭირეს, ნიკა მელია გაიტაცეს ეს არ იყო დაპატიმრება. თავის ფეხით მივიდა, რაც ალბათ ისტორიაში შემორჩება, როგორც წარმოუდგენელი ფაქტი”. – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისივე თქმით, კოალიცია ცვლილებისთვის არ განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევებში მონაწილეობას.

“მინდა ჩვენი დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით კარგად იცოდეს საზოგადოებამ. ეს არის ბრძოლის ნაწილი, იმიტომ რომ რეჟიმთან თანამშრომლობა აძლიერებს და ახანგრძლივებს ამ რეჟიმს. შესაბამისად, ისინი შიგნიდან ჩვენ გარედან ვაგრძელებთ ამ პრინციპულ ბრძოლას.

პრინციპული ბრძოლა სამ რამეზე დგას. ერთი ესაა – საერთო ეროვნული პროტესტი, რომელიც უნდა გაძლიერდეს და ყველა აქტივისტმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ კოალიცია ვართ მათ გვერდით. ყველა პოლიტპატიმარმა უნდა იცოდეს, რომ ვართ მათ გვერდით და გვაგრძელებთ მათი უფლებებისთვის ბრძოლას.

მეორე ესაა პოლიტიკური სპექტრის ერთიანობა, ოღონდ ერთიანობა სტრატეგიული ამოცანის გარშემო. რეჟიმთან არ თანამშრომლობის გარშემო. ამ ერთიანობას დღეს აქვს გამოწვევა, ესაა ადგილობრივი თვითმმართველობის ე.წ. რუსული რეჟიმის მიერ მოფიქრებული გამოგონილი, ყალბი პროცესი.

მე დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენ პარტნიორებთან ერთად, პრეზიდენტთან ლელოსთან ერთად, ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად ჩვენ დავხურავთ ამ ფურცელს და ზუსტად ისევე პრინციპულად, როგორც პარლამენტში არ შესვლით, კომისიასთან არ თანამშრომლობით, დაიხურება ეს ყალბი არჩევნების თემა და ვიქნებით ერთიანები ამ ბრძოლაში”. – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისი თქმით, სწორედ ამ არ თანამშრომლობით, მიაღწევენ როგორც შიდა, ისე გარე ზეწოლას რეჟიმზე,რ აც საბოლოო ჯამში, მათ ჩამოშლის.

წყარო

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow