ელისაშვილი საკუთარი პროცესიდან გამოაძევეს და დააჯარიმეს

“ლელო -ძლიერი საქართველოს” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი 500 ლარით დააჯარიმეს – გადაწყვეტილება ლელა მილდენბერგერმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. იქამდე, ვიდრე ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ჯარიმას გამოუწერდნენ, იგი სხდომათა დარბაზიდან გააძევეს. ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მოსამართლეს შემდეგი ფრაზა უთხრა – “ხალხი გყავს პაჩკა-პაჩკა დასაჭერი”. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, სწორედ ეს სიტყვები აღმოჩნდა მისი დარბაზიდან გაძევების ერთ-ერთი მიზეზი. ჩემ ადვოკატს არცერთი შუამდგომლობა […] The post ელისაშვილი საკუთარი პროცესიდან გამოაძევეს და დააჯარიმეს appeared first on .

ივნ. 12, 2025 - 16:57
 0
ელისაშვილი საკუთარი პროცესიდან გამოაძევეს და დააჯარიმეს

“ლელო -ძლიერი საქართველოს” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი 500 ლარით დააჯარიმეს – გადაწყვეტილება ლელა მილდენბერგერმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

იქამდე, ვიდრე ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ჯარიმას გამოუწერდნენ, იგი სხდომათა დარბაზიდან გააძევეს. ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მოსამართლეს შემდეგი ფრაზა უთხრა – “ხალხი გყავს პაჩკა-პაჩკა დასაჭერი”.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, სწორედ ეს სიტყვები აღმოჩნდა მისი დარბაზიდან გაძევების ერთ-ერთი მიზეზი.

ჩემ ადვოკატს არცერთი შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა. ლაშა ტალახაძე მიჩივის და მოვიყვანოთ-მეთქი, არაო, ამდენი დრო არ მაქვსო. მე ვუთხარი, რომ ხალხი გყავს პაჩკა-პაჩკა დასაჭერი და მაგის გამო გამომაგდეს. დამაჯარიმეს”. – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს “ქართული ოცნების” დეპუტატისთვის, ლაშა ტალახაძისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ.

The post ელისაშვილი საკუთარი პროცესიდან გამოაძევეს და დააჯარიმეს appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow