ემანუელ და ბრიჟიტ მაკრონი უჩივიან პოდკასტერს, რომელიც ამბობს, რომ ბრიჟიტი კაცი იყო
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და პირველი ლედი, ბრიჟიტ მაკრონი ამერიკელ მემარჯვენე პოდკასტერს, კენდეს ოუენსს ცილისწამებისთვის აშშ-ს სასამართლოში უჩივიან. ცილისწამების საჩივარი ეხება ოუენსის მიერ პოდკასტში და საკუთარ გადაცემებში წარმოთქმულ ბრალდებას, რომ ბრიჟიტ მაკრონი წარსულში შესაძლოა კაცი იყო. მაკრონების ადვოკატის მიხედვით,მიმდინარე წლის მარტში ოუენსმა Youtube-ზე გაავრცელა ვიდეო სახელწოდებით: “არის თუ არა საფრანგეთის პირველი ლედი კაცი?”. მას შემდეგ, […] The post ემანუელ და ბრიჟიტ მაკრონი უჩივიან პოდკასტერს, რომელიც ამბობს, რომ ბრიჟიტი კაცი იყო appeared first on .

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და პირველი ლედი, ბრიჟიტ მაკრონი ამერიკელ მემარჯვენე პოდკასტერს, კენდეს ოუენსს ცილისწამებისთვის აშშ-ს სასამართლოში უჩივიან.
ცილისწამების საჩივარი ეხება ოუენსის მიერ პოდკასტში და საკუთარ გადაცემებში წარმოთქმულ ბრალდებას, რომ ბრიჟიტ მაკრონი წარსულში შესაძლოა კაცი იყო.
მაკრონების ადვოკატის მიხედვით,მიმდინარე წლის მარტში ოუენსმა Youtube-ზე გაავრცელა ვიდეო სახელწოდებით: “არის თუ არა საფრანგეთის პირველი ლედი კაცი?”. მას შემდეგ, ოუენსმა არაერთი ვიდეო ჩაწერა და აქტიურად ავრცელებდა კონსპირაციის თეორიას ბრიჟიტ მაკრონის შესახებ.
ადვოკატმა CNN-თან თქვა, რომ ოუენსს ერთი წლის წინ მიმართეს თხოვნით, შეეწყვიტა ჭორის გავრცელება, თუმცა პოდკასტერმა უარი თქვა, რის გამოც პრეზიდენტმა და პირველმა ლედმა ჩივილი გადაწყვიტეს.
The post ემანუელ და ბრიჟიტ მაკრონი უჩივიან პოდკასტერს, რომელიც ამბობს, რომ ბრიჟიტი კაცი იყო appeared first on .
What's Your Reaction?






