ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა
საგამოცდო პროცესი სრულდება. დღეს ტესტირება პედაგოგებს ჰქონდათ. მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს ინგლისური ენის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა ჩაუტარდათ. ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო. აბიტურიენტებთან ერთად გამოცდებზე გავიდნენ მაგისტრანტობის მსურველები, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეები და მასწავლებლები - ჯამში დაახლეობით 80 ათასი აპლიკანტი იყო რეგისტრირებული, მათი ნაწილი არ გამოცხადდა. გამოცდების პირველადი შედეგები აგვისტოს დასაწყისში გამოქვეყნდება.

საგამოცდო პროცესი სრულდება. დღეს ტესტირება პედაგოგებს ჰქონდათ. მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს ინგლისური ენის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა ჩაუტარდათ. ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო.
აბიტურიენტებთან ერთად გამოცდებზე გავიდნენ მაგისტრანტობის მსურველები, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეები და მასწავლებლები - ჯამში დაახლეობით 80 ათასი აპლიკანტი იყო რეგისტრირებული, მათი ნაწილი არ გამოცხადდა.
გამოცდების პირველადი შედეგები აგვისტოს დასაწყისში გამოქვეყნდება.
What's Your Reaction?






