ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. შედეგის სანახავად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი იხილავს ინფორმაციას, თუ რომელი უმაღლესი სასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამაზე მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. პირად გვერდზე მოცემულია აგრეთვე ინფორმაცია სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება 31 ათას 704-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე აპლიკანტთა 88 პროცენტია. რაც შეეხება გრანტებს, სახელმწიფო დაფინანსება 6500-მა აბიტურიეტმა მოიპოვა, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფინასებულ პროგრამებზე დაახლეობით 500 სტუდენტი ისწავლის.  

აგვ. 26, 2025 - 13:27
 0
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა.

შედეგის სანახავად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი იხილავს ინფორმაციას, თუ რომელი უმაღლესი სასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამაზე მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. პირად გვერდზე მოცემულია აგრეთვე ინფორმაცია სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ.

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება 31 ათას 704-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე აპლიკანტთა 88 პროცენტია. რაც შეეხება გრანტებს, სახელმწიფო დაფინანსება 6500-მა აბიტურიეტმა მოიპოვა, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფინასებულ პროგრამებზე დაახლეობით 500 სტუდენტი ისწავლის.

 

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow