ეროვნულმა ბანკმა უნაღდო ფორმით ვალუტის გაცვლის ოპერაციების განხორციელებისთვის მარეგულირებელი ჩარჩო შეიმუშავა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნაღდო ფორმით ვალუტის გაცვლის ოპერაციების განხორციელებისთვის მარეგულირებელი ჩარჩო შეიმუშავა. როგორც სებ-ში განმარტავენ, ახალი რეგულაცია ხელს შეუწყობს მომსახურების დივერსიფიკაციას, ოპერაციების გამჭვირვალობასა და ბაზარზე კონკურენციის ზრდას. ახალი წესი განსაზღვრავს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციის, საქმიანობის უფლების გაცემის პირობებსა და ვალდებულებებს. „მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციები არ იცვლება მოქმედი ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისთვის, რომლებიც მხოლოდ ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლის ოპერაციებით გააგრძელებენ საქმიანობას. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ისინი მოისურვებენ უნაღდო ფორმით ვალუტის გადაცვლის მომსახურების დამატებას, უნდა დააკმაყოფილონ ახალი რეგულაციით განსაზღვრული მოთხოვნები და მიიღონ შესაბამისი საქმიანობის უფლება“, – აცხადებენ სებ-ში. მათივე ცნობით, წინადადებების წარდგენა შესაძლებელია 2025 წლის 27 ივნისის ჩათვლით, ელექტრონულად: [email protected]. განიხილება მხოლოდ წესით განსაზღვრული ფორმით წარმოდგენილი და დასაბუთებული კომენტარები.

ივნ. 19, 2025 - 14:27
 0
ეროვნულმა ბანკმა უნაღდო ფორმით ვალუტის გაცვლის ოპერაციების განხორციელებისთვის მარეგულირებელი ჩარჩო შეიმუშავა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნაღდო ფორმით ვალუტის გაცვლის ოპერაციების განხორციელებისთვის მარეგულირებელი ჩარჩო შეიმუშავა. როგორც სებ-ში განმარტავენ, ახალი რეგულაცია ხელს შეუწყობს მომსახურების დივერსიფიკაციას, ოპერაციების გამჭვირვალობასა და ბაზარზე კონკურენციის ზრდას.

ახალი წესი განსაზღვრავს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციის, საქმიანობის უფლების გაცემის პირობებსა და ვალდებულებებს.

„მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციები არ იცვლება მოქმედი ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისთვის, რომლებიც მხოლოდ ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლის ოპერაციებით გააგრძელებენ საქმიანობას. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ისინი მოისურვებენ უნაღდო ფორმით ვალუტის გადაცვლის მომსახურების დამატებას, უნდა დააკმაყოფილონ ახალი რეგულაციით განსაზღვრული მოთხოვნები და მიიღონ შესაბამისი საქმიანობის უფლება“, – აცხადებენ სებ-ში.

მათივე ცნობით, წინადადებების წარდგენა შესაძლებელია 2025 წლის 27 ივნისის ჩათვლით, ელექტრონულად: [email protected]. განიხილება მხოლოდ წესით განსაზღვრული ფორმით წარმოდგენილი და დასაბუთებული კომენტარები.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow