ეროვნულმა ბანკმა უნდა შეინარჩუნოს მონეტარული პოლიტიკის ნეიტრალური პოზიცია, დარჩეს მოქნილი და მონაცემებზე დაფუძნებით მიიღოს გადაწყვეტილებები – სსფ
„ეროვნულმა ბანკმა ფართოდ უნდა შეინარჩუნოს პოლიტიკის ნეიტრალური პოზიცია, დარჩეს მოქნილი და მონაცემებზე დაფუძნებით მიიღოს გადაწყვეტილებები, რათა უზრუნველყოს ინფლაციური მოლოდინების შენარჩუნება. გაზრდილი გლობალური გაურკვევლობა სიფრთხილეს მოითხოვს, თუ ინფლაციური წნეხი გაგრძელდა, შეიძლება მონეტარული პოლიტიკის პოზიციის გამკაცრება გახდეს საჭირო,“- ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის რელიზშია ნათქვამი. როგორც სსფ-ის განცხადებაშია აღნიშნული, რეზერვების ბუფერების აღდგენა უნდა გაგრძელდეს. „რეზერვები 2025 […]


„ეროვნულმა ბანკმა ფართოდ უნდა შეინარჩუნოს პოლიტიკის ნეიტრალური პოზიცია, დარჩეს მოქნილი და მონაცემებზე დაფუძნებით მიიღოს გადაწყვეტილებები, რათა უზრუნველყოს ინფლაციური მოლოდინების შენარჩუნება. გაზრდილი გლობალური გაურკვევლობა სიფრთხილეს მოითხოვს, თუ ინფლაციური წნეხი გაგრძელდა, შეიძლება მონეტარული პოლიტიკის პოზიციის გამკაცრება გახდეს საჭირო,“- ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის რელიზშია ნათქვამი.
როგორც სსფ-ის განცხადებაშია აღნიშნული, რეზერვების ბუფერების აღდგენა უნდა გაგრძელდეს.
„რეზერვები 2025 წლის აპრილში 4.5 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც სსფ-ს რეზერვების ადეკვატურობის საზომის (ARA) მაჩვენებლის 80 პროცენტს შეესაბამება. ბოლო პერიოდში დადებითმა სავალუტო შემოდინებებმა საქართველოს ეროვნული ბანკს საშუალება მისცა დაეკომპენსირებინა ვალუტის გაყიდვები, რაც წინა წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ განახორციელა. ამასთან, გაცვლითმა კურსმა შოკის შემწოვის ფუნქცია უნდა შეასრულოს. ეროვნულმა ბანკმა უნდა გააგრძელოს მონეტარული პოლიტიკის გადაცემის, ეფექტურობის, გამჭვირვალობის და სანდოობის გაძლიერება. მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაცია უნდა გაძლიერდეს ეროვნული ბანკის მხრიდან რისკთა ბალანსის შეფასებასა და იმაზე, თუ როგორ გავლენას ახდენს იგი პოლიტიკის გადაწყვეტილებებზე“, – აღნიშნავს სავალუტო ფონდი.
რელიზში ხაზგასმულია, რომ ეროვნული ბანკის მმართველობისა და დამოუკიდებლობის გაძლიერება მაკროეკონომიკური სტაბილურობის ცენტრალური საკითხია. საბჭოში ვაკანსიების შევსება და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნას კი სავალუტო ფონდი პირველ მისასალმებელ ნაბიჯად აფასებს.
IMF – ის მისია ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით 2025 წლის IV მუხლის კონსულტაციის ფარგლებში თბილისში 21 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით აწარმოებდა დისკუსიებს.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს
What's Your Reaction?






