“ეს არ არის პროცესი ოპოზიციის წინააღმდეგ, ეს არის პროცესი საქართველოს წინააღმდეგ” – პაატა მანჯგალაძე
სააგენტო "პარალელი" “ეს არ არის პროცესი ოპოზიციის წინააღმდეგ, ეს არის პროცესი საქართველოს წინააღმდეგ” – პაატა მანჯგალაძე “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებსა და დაპატიმრების ფაქტებს ეხმაურება: “ეს არ არის პროცესი ოპოზიციის წინააღმდეგ, ეს არის პროცესი საქართველოს წინააღმდეგ. პოლიტიკური ლიდერების გასამართლება არ არის პარტიული ამბავი. ეს ეხება ყველას ვინც შვილს ევროპაში უშვებს სასწავლებლად, ვინც კანონის დაცვით ცდილობს მიაღწიოს წარმატებას, ვინც თვლის, რომ თავისუფლად და ღირსეულად უნდა იცხოვროს. […] “ეს არ არის პროცესი ოპოზიციის წინააღმდეგ, ეს არის პროცესი საქართველოს წინააღმდეგ” – პაატა მანჯგალაძე პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“ეს არ არის პროცესი ოპოზიციის წინააღმდეგ, ეს არის პროცესი საქართველოს წინააღმდეგ” – პაატა მანჯგალაძე
“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებსა და დაპატიმრების ფაქტებს ეხმაურება:
“ეს არ არის პროცესი ოპოზიციის წინააღმდეგ, ეს არის პროცესი საქართველოს წინააღმდეგ.
პოლიტიკური ლიდერების გასამართლება არ არის პარტიული ამბავი. ეს ეხება ყველას ვინც შვილს ევროპაში უშვებს სასწავლებლად, ვინც კანონის დაცვით ცდილობს მიაღწიოს წარმატებას, ვინც თვლის, რომ თავისუფლად და ღირსეულად უნდა იცხოვროს.
დღეს არ სჯიან პოლიტიკოსებს, მარცხისთვის განწირული რეჟიმი ამ ქმედებებით სჯის საქართველოს.
ეს არ არის შიდა დაპირისპირება, ეს არის მიზანმიმართული სტრატეგია რომ დაგვაკარგვინონ უვიზო მიმოსვლა; რომ მოგვწყვიტონ ევროკავშირსა და განვითარებულ, ცივილიზებულ სამყაროს; რომ ჩაიკეტოს ქვეყანა და დაემორჩილოს ბიძინას ბნელ ინსტინქტებს.
ეს არის გზა ირანიზაციისკენ, იზოლაციისა და დაჭაობებისკენ.
დღეს პატრიოტებს სდებენ ბრალს იმაში, რაც თავად ჩაიდინეს და მთელ ერს სჯიან ამისთვის.
რეჟიმი აღარ მოქმედებს კონსტიტუციის ფარგლებში. ის იქცევა როგორც კრიმინალური დაჯგუფება და უსწორდება ყველას, ვინც არ ემორჩილება.
ისინი სჯიან საქართველოს, ერს, საზოგადოებას, ქვეყანას თავისუფლებისთვის სწორედ ამიტომ ამ დანაშაულის ფასი უნდა გადაიხადოს რეჟიმმა და არა საქართველომ”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ
ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს
“ეს არ არის პროცესი ოპოზიციის წინააღმდეგ, ეს არის პროცესი საქართველოს წინააღმდეგ” – პაატა მანჯგალაძე
პარალელი
What's Your Reaction?






