"ეს ბავ­შვი არის ინ­ტრი­გა­ნი... და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი ჩემს ად­ვო­კა­ტებს" - დაპირისპირება გი­ორ­გი მას­ხუ­ლიას და მა­რი­ამს თვა­ლა­ბე­იშ­ვილს შორის

უკვე მე­ექ­ვსე წე­ლია, რაც დი­ზა­ი­ნე­რი და მწე­რალ­თა კავ­ში­რის წევ­რი გი­ორ­გი მას­ხუ­ლია ბა­თუმ­ში კონ­კურსს "მის და მის­ტერ აჭა­რას“ მართავს ხოლმე. კონკურსმა ამჯერად სკანდალით ჩაიარა.22 წლი­სა მა­რი­ამ თვა­ლა­ბე­იშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცე­ლი სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც წერ­და, რომ მას­ხუ­ლი­ამ, მას კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბის სა­ნაც­ვლოდ თავ­და­პირ­ვე­ლად 5500 ლა­რის გა­დახ­და შეს­თა­ვა­ზა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი თან­ხა 1700 ლა­რამ­დე შე­ამ­ცი­რა."ამბები.ჯი" მარიამს და გიორგის გაესაუბრა და მათი აზრი გამოაქვეყნა:"გი­ორ­გი მას­ხუ­ლი­ას­თან აქამ­დე შე­ხე­ბა არ მქო­ნია. რო­დე­საც აღ­ნიშ­ნულ კონ­კურ­ზე გას­ვლა გა­დავ­წყვი­ტე, ბა­თუმ­ში მე­ნე­ჯე­რი ჰყავს ვახო ყა­დი­ძე და სწო­რედ მას შევ­ხვდი. ვა­ხომ ამიხ­სნა, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უფა­სო იყო და გა­და­სახ­დე­ლი მხო­ლოდ 500 ლარი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც კონ­კურ­სან­ტის მა­კი­აჟს, თმას და ორ სა­კონ­კურ­სო კა­ბას მოხ­მარ­დე­ბო­და. დავ­თან­ხმდი, რად­გან მე­გო­ნა, რომ ასე ხდე­ბო­და პრო­ექ­ტებ­ში, ეს ჩემი პირ­ვე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო.ამის შემ­დეგ, ვახო ყა­დი­ძე და­მი­კავ­შირ­და და მი­თხრა, რომ გი­ორ­გი მას­ხუ­ლი­ამ გა­მო­არ­თვა ჩემი სა­კონ­ტაქ­ტო ნო­მე­რი, რის შემ­დე­გაც გი­ორ­გიმ მომ­წე­რა, - მა­რი­ამ, ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი, ლა­მა­ზი გოგო ხარო. ორი დღის შემ­დეგ კი­დევ მომ­წე­რა, ულა­მა­ზე­სი ხარ და ვიცი, კონ­კურ­სში იმი­ტომ მო­ნა­წი­ლე­ობ, რომ პირ­ვე­ლი ად­გი­ლი გინ­და, მე შე­მიძ­ლია გაგ­ხა­დო "მის აჭა­რა", შენ ჩემი რჩე­უ­ლი ხარ, მაგ­რამ ეს ჩვენს შო­რის უნდა დარ­ჩეს, რომ სხვებს გული არ დას­წყდე­სო.- დე­დამ მი­თხრა, მიდი, კარ­გად გა­არ­კვიე ვი­ნაა და რას წარ­მო­ად­გენ­სო. თან­ხა რომ შე­მომ­თა­ვა­ზა მე უკვე გა­დავ­წყვი­ტე, რომ მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არ მი­ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მაგ­რამ მივ­წე­რე, რომ მად­ლო­ბე­ლი ვი­ყა­ვი ამ ყვე­ლაფ­რის­თვის და პა­რა­ლე­ლუ­რად სხვა კონ­კურ­სან­ტებ­საც მივ­წე­რე. აღ­მოჩ­ნდა რომ ზოგს 3700 ლა­რის გა­დახ­და შეს­თა­ვა­ზა და ზოგს - ორი ათა­სის, მე ალ­ბათ მდი­და­რი ვე­გო­ნე, რომ 5500 ლარი შე­მომ­თა­ვა­ზა გა­მარ­ჯვე­ბის­თვის, - მინ­და, წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო, კარ­გი გოგო ხარო. ვუ­თხა­რი რომ ძვი­რი იყო და ბო­ლოს 1700 ლარ­ზე ჩა­მო­ვი­და.გი­ორ­გის მივ­წე­რე, რომ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აღარ მინ­დო­და და და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ უკან ის 500 ლარი, რო­მე­ლიც გა­დახ­დი­ლი მქონ­და. მომ­წე­რა, - გა­მარ­ჯო­ბა მა­რი­ამ, ალ­ბათ დე­დას და­ე­ლა­პა­რა­კე და აღარ გინ­დაო. ჩემი უარი პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბით ავ­ხსე­ნი. მე­ო­რე დღეს მომ­წე­რა, რომ თან­ხის ნა­ხევ­რის დაბ­რუ­ნე­ბას ეც­დე­ბო­და, რა­ზეც მივ­წე­რე, რომ სხვე­ბის­თვის მთლი­ა­ნი თან­ხა ჰქონ­და დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი და მე რა­ტომ მიბ­რუ­ნებ­და ნა­ხე­ვარს. ამა­ზე გა­ღი­ზი­ან­და, შენი ხუ­თა­სი ლარი ჩემი ერთი შეს­ვლაა ჩემი "სე­ფო­რა­შიო". ვო­ი­სებ­ში მომ­წე­რა, - შენ­ნა­ი­რე­ბი კლუბ­ში "კურ­ტკას“ მი­ჭე­რე­ნო....თა­ვი­დან მი­თხრა, ბა­თუმ­ში რომ ჩა­მო­ვალ, თან­ხას და­გიბ­რუ­ნე­ბო. რო­დე­საც "სთო­რებ­ში ვნა­ხე, რომ ბა­თუმ­ში იყო, კი­დევ შე­ვახ­სე­ნე. რა­ზეც მომ­წე­რა, მა­ცა­დე შენი გრო­შე­ბი რად მინ­დაო. თა­ვი­დან სხვა მო­ნა­წი­ლე­ე­ბიც მწერ­დნენ, რომ წა­მო­ვი­დოდ­ნენ კონ­კურ­სი­დან, მაგ­რამ ბო­ლოს მე წა­მო­ვე­დი და ყვე­ლა დარ­ჩა.- თან­ხა რომ და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა არაფ­რის და­წე­რას არ ვა­პი­რებ­დი, მაგ­რამ დე­დამ მი­თხრა, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თე, რას ჰქვია არ და­წე­რო, ყვე­ლამ იცო­დეს, რომ სხვაც არ და­ზა­რალ­დე­სო. პოს­ტის და­დე­ბის შემ­დეგ მომ­წე­რა, რა სა­ცო­და­ვი ხარ, ქალო, შენ­ნა­ირ უნა­მუ­სო ადა­მი­ანს რო­გორ უნდა მო­ვექ­ცე ვიცი, მე­ცო­დე­ბა შენ­ნა­ი­რი "ჰე­ი­თე­რე­ბი", წი­თე­ლი სა­ცხი ქა­ლო­ბას არ ნიშ­ნავ­სო. ასე­ვე მომ­წე­რა, რომ ხვალ მისი ად­ვო­კა­ტი და­მი­კავ­შირ­დე­ბა. ერთი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვა არ მი­მი­წე­რია მისი მი­სა­მარ­თით, მი­უ­ხე­და­ვად მისი ჩემ­და­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა" - ამბობს მარიამ თვა­ლა­ბე­იშ­ვილ­ი."ამბები.ჯის" გიორგისთან ინტერვიუ:"მე ამ გო­გო­ნას შევ­თა­ვა­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე წას­ვლა, რა­საც ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე გო­გო­ნას ვთა­ვა­ზობ. მე მაქვს სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სე­ბიც და ამის­თვის წი­ნას­წარ ვირ­ჩევ გო­გო­ნებს, რომ­ლე­ბიც კონ­კურ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ უცხო­ეთ­ში მიგ­ვყავს. რა 5000 ლარი, კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, წას­ვლა, ჩაც­მა, ვი­ზა­ჟი, ვარ­ცხნი­ლო­ბა, სას­ტუმ­რო­თი ჯდე­ბა 3500-5000 ლა­რამ­დე. ეს ისე­თი სფე­როა, რომ ჩვენ არც კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო გვა­ფი­ნან­სებს არც მე­რია და ჩვე­ნი­ვე სახ­სრე­ბით ვპო­უ­ლობთ სპონ­სო­რებს. ჩვენ­ვე ვართ სპონ­სო­რე­ბი.ამი­ტომ მა­რი­ამს შევ­თა­ვა­ზე ლა­მა­ზი გო­გო­ნა ხარ, კონ­კურ­სზე რომ და­რე­გის­ტრირ­დი, სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზეც წა­მო­დიო-მეთ­ქი, რაც შე­დი­ო­და ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ში. მერე უკვე აღარ მო­უნ­და, კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, სახ­სრე­ბი აღარ ჰქონ­და. მე რომ მქონ­დეს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა ყვე­ლა ლა­მა­ზი ბავ­შვი გა­ვიყ­ვა­ნო კონ­კურ­სზე, შე­მო­ევ­ლოთ ჩემი თავი, ჭიპი მაქვს მოჭ­რი­ლი, 16 წლი­დან ამ სფე­რო­ში ვარ, სა­ქარ­თვე­ლო­შიც ყვე­ლა კონ­კურ­სი თით­ქმის ჩე­მია.მა­რი­ამ­მა რად­გან ვერ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, სა­წევ­როს თან­ხა მო­ი­თხო­ვა. მე მაგ ბავ­შვს ვუ­თხა­რი ჩემი კე­თი­ლი სურ­ვი­ლით, თუ შევ­ძლებ კონ­კურ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ თან­ხა გად­მო­გი­რი­ცხო, გად­მო­გი­რი­ცხავ-მეთ­ქი, რა­ზეც ბუ­ღალ­ტერ­მა კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი გან­მი­ცხა­და, ჯა­რი­მას და­გა­წერ­სო დღგ. მე რა­ტომ უნდა და­მე­წე­როს

აპრ. 9, 2025 - 02:27
 0
"ეს ბავ­შვი არის ინ­ტრი­გა­ნი... და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი ჩემს ად­ვო­კა­ტებს" - დაპირისპირება გი­ორ­გი მას­ხუ­ლიას და  მა­რი­ამს თვა­ლა­ბე­იშ­ვილს შორის
უკვე მე­ექ­ვსე წე­ლია, რაც დი­ზა­ი­ნე­რი და მწე­რალ­თა კავ­ში­რის წევ­რი გი­ორ­გი მას­ხუ­ლია ბა­თუმ­ში კონ­კურსს "მის და მის­ტერ აჭა­რას“ მართავს ხოლმე.

კონკურსმა ამჯერად სკანდალით ჩაიარა.

22 წლი­სა მა­რი­ამ თვა­ლა­ბე­იშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცე­ლი სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც წერ­და, რომ მას­ხუ­ლი­ამ, მას კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბის სა­ნაც­ვლოდ თავ­და­პირ­ვე­ლად 5500 ლა­რის გა­დახ­და შეს­თა­ვა­ზა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი თან­ხა 1700 ლა­რამ­დე შე­ამ­ცი­რა.

"ამბები.ჯი" მარიამს და გიორგის გაესაუბრა და მათი აზრი გამოაქვეყნა:

"გი­ორ­გი მას­ხუ­ლი­ას­თან აქამ­დე შე­ხე­ბა არ მქო­ნია. რო­დე­საც აღ­ნიშ­ნულ კონ­კურ­ზე გას­ვლა გა­დავ­წყვი­ტე, ბა­თუმ­ში მე­ნე­ჯე­რი ჰყავს ვახო ყა­დი­ძე და სწო­რედ მას შევ­ხვდი. ვა­ხომ ამიხ­სნა, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უფა­სო იყო და გა­და­სახ­დე­ლი მხო­ლოდ 500 ლარი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც კონ­კურ­სან­ტის მა­კი­აჟს, თმას და ორ სა­კონ­კურ­სო კა­ბას მოხ­მარ­დე­ბო­და. დავ­თან­ხმდი, რად­გან მე­გო­ნა, რომ ასე ხდე­ბო­და პრო­ექ­ტებ­ში, ეს ჩემი პირ­ვე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო.

ამის შემ­დეგ, ვახო ყა­დი­ძე და­მი­კავ­შირ­და და მი­თხრა, რომ გი­ორ­გი მას­ხუ­ლი­ამ გა­მო­არ­თვა ჩემი სა­კონ­ტაქ­ტო ნო­მე­რი, რის შემ­დე­გაც გი­ორ­გიმ მომ­წე­რა, - მა­რი­ამ, ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი, ლა­მა­ზი გოგო ხარო. ორი დღის შემ­დეგ კი­დევ მომ­წე­რა, ულა­მა­ზე­სი ხარ და ვიცი, კონ­კურ­სში იმი­ტომ მო­ნა­წი­ლე­ობ, რომ პირ­ვე­ლი ად­გი­ლი გინ­და, მე შე­მიძ­ლია გაგ­ხა­დო "მის აჭა­რა", შენ ჩემი რჩე­უ­ლი ხარ, მაგ­რამ ეს ჩვენს შო­რის უნდა დარ­ჩეს, რომ სხვებს გული არ დას­წყდე­სო.

- დე­დამ მი­თხრა, მიდი, კარ­გად გა­არ­კვიე ვი­ნაა და რას წარ­მო­ად­გენ­სო. თან­ხა რომ შე­მომ­თა­ვა­ზა მე უკვე გა­დავ­წყვი­ტე, რომ მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არ მი­ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მაგ­რამ მივ­წე­რე, რომ მად­ლო­ბე­ლი ვი­ყა­ვი ამ ყვე­ლაფ­რის­თვის და პა­რა­ლე­ლუ­რად სხვა კონ­კურ­სან­ტებ­საც მივ­წე­რე. აღ­მოჩ­ნდა რომ ზოგს 3700 ლა­რის გა­დახ­და შეს­თა­ვა­ზა და ზოგს - ორი ათა­სის, მე ალ­ბათ მდი­და­რი ვე­გო­ნე, რომ 5500 ლარი შე­მომ­თა­ვა­ზა გა­მარ­ჯვე­ბის­თვის, - მინ­და, წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო, კარ­გი გოგო ხარო. ვუ­თხა­რი რომ ძვი­რი იყო და ბო­ლოს 1700 ლარ­ზე ჩა­მო­ვი­და.

გი­ორ­გის მივ­წე­რე, რომ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აღარ მინ­დო­და და და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ უკან ის 500 ლარი, რო­მე­ლიც გა­დახ­დი­ლი მქონ­და. მომ­წე­რა, - გა­მარ­ჯო­ბა მა­რი­ამ, ალ­ბათ დე­დას და­ე­ლა­პა­რა­კე და აღარ გინ­დაო. ჩემი უარი პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბით ავ­ხსე­ნი. მე­ო­რე დღეს მომ­წე­რა, რომ თან­ხის ნა­ხევ­რის დაბ­რუ­ნე­ბას ეც­დე­ბო­და, რა­ზეც მივ­წე­რე, რომ სხვე­ბის­თვის მთლი­ა­ნი თან­ხა ჰქონ­და დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი და მე რა­ტომ მიბ­რუ­ნებ­და ნა­ხე­ვარს. ამა­ზე გა­ღი­ზი­ან­და, შენი ხუ­თა­სი ლარი ჩემი ერთი შეს­ვლაა ჩემი "სე­ფო­რა­შიო". ვო­ი­სებ­ში მომ­წე­რა, - შენ­ნა­ი­რე­ბი კლუბ­ში "კურ­ტკას“ მი­ჭე­რე­ნო....

თა­ვი­დან მი­თხრა, ბა­თუმ­ში რომ ჩა­მო­ვალ, თან­ხას და­გიბ­რუ­ნე­ბო. რო­დე­საც "სთო­რებ­ში ვნა­ხე, რომ ბა­თუმ­ში იყო, კი­დევ შე­ვახ­სე­ნე. რა­ზეც მომ­წე­რა, მა­ცა­დე შენი გრო­შე­ბი რად მინ­დაო. თა­ვი­დან სხვა მო­ნა­წი­ლე­ე­ბიც მწერ­დნენ, რომ წა­მო­ვი­დოდ­ნენ კონ­კურ­სი­დან, მაგ­რამ ბო­ლოს მე წა­მო­ვე­დი და ყვე­ლა დარ­ჩა.

- თან­ხა რომ და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა არაფ­რის და­წე­რას არ ვა­პი­რებ­დი, მაგ­რამ დე­დამ მი­თხრა, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თე, რას ჰქვია არ და­წე­რო, ყვე­ლამ იცო­დეს, რომ სხვაც არ და­ზა­რალ­დე­სო. პოს­ტის და­დე­ბის შემ­დეგ მომ­წე­რა, რა სა­ცო­და­ვი ხარ, ქალო, შენ­ნა­ირ უნა­მუ­სო ადა­მი­ანს რო­გორ უნდა მო­ვექ­ცე ვიცი, მე­ცო­დე­ბა შენ­ნა­ი­რი "ჰე­ი­თე­რე­ბი", წი­თე­ლი სა­ცხი ქა­ლო­ბას არ ნიშ­ნავ­სო. ასე­ვე მომ­წე­რა, რომ ხვალ მისი ად­ვო­კა­ტი და­მი­კავ­შირ­დე­ბა. ერთი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვა არ მი­მი­წე­რია მისი მი­სა­მარ­თით, მი­უ­ხე­და­ვად მისი ჩემ­და­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა" - ამბობს მარიამ თვა­ლა­ბე­იშ­ვილ­ი.

"ამბები.ჯის" გიორგისთან ინტერვიუ:

"მე ამ გო­გო­ნას შევ­თა­ვა­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე წას­ვლა, რა­საც ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე გო­გო­ნას ვთა­ვა­ზობ. მე მაქვს სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სე­ბიც და ამის­თვის წი­ნას­წარ ვირ­ჩევ გო­გო­ნებს, რომ­ლე­ბიც კონ­კურ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ უცხო­ეთ­ში მიგ­ვყავს. რა 5000 ლარი, კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, წას­ვლა, ჩაც­მა, ვი­ზა­ჟი, ვარ­ცხნი­ლო­ბა, სას­ტუმ­რო­თი ჯდე­ბა 3500-5000 ლა­რამ­დე. ეს ისე­თი სფე­როა, რომ ჩვენ არც კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო გვა­ფი­ნან­სებს არც მე­რია და ჩვე­ნი­ვე სახ­სრე­ბით ვპო­უ­ლობთ სპონ­სო­რებს. ჩვენ­ვე ვართ სპონ­სო­რე­ბი.

ამი­ტომ მა­რი­ამს შევ­თა­ვა­ზე ლა­მა­ზი გო­გო­ნა ხარ, კონ­კურ­სზე რომ და­რე­გის­ტრირ­დი, სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზეც წა­მო­დიო-მეთ­ქი, რაც შე­დი­ო­და ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ში. მერე უკვე აღარ მო­უნ­და, კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, სახ­სრე­ბი აღარ ჰქონ­და. მე რომ მქონ­დეს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა ყვე­ლა ლა­მა­ზი ბავ­შვი გა­ვიყ­ვა­ნო კონ­კურ­სზე, შე­მო­ევ­ლოთ ჩემი თავი, ჭიპი მაქვს მოჭ­რი­ლი, 16 წლი­დან ამ სფე­რო­ში ვარ, სა­ქარ­თვე­ლო­შიც ყვე­ლა კონ­კურ­სი თით­ქმის ჩე­მია.

მა­რი­ამ­მა რად­გან ვერ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, სა­წევ­როს თან­ხა მო­ი­თხო­ვა. მე მაგ ბავ­შვს ვუ­თხა­რი ჩემი კე­თი­ლი სურ­ვი­ლით, თუ შევ­ძლებ კონ­კურ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ თან­ხა გად­მო­გი­რი­ცხო, გად­მო­გი­რი­ცხავ-მეთ­ქი, რა­ზეც ბუ­ღალ­ტერ­მა კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი გან­მი­ცხა­და, ჯა­რი­მას და­გა­წერ­სო დღგ. მე რა­ტომ უნდა და­მე­წე­როს ჯა­რი­მა, მისი სურ­ვი­ლით არ გა­მო­ვი­და ეს ბავ­შვი კონ­კურ­სზე, იმი­ტომ რომ არ ჰქონ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე წა­მო­სას­ვლე­ლი თან­ხა.

- თქვენ ამ­ბობთ, რომ შეს­თა­ვა­ზეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე წას­ვლა და არა გა­მარ­ჯვე­ბის­თვის თან­ხის გა­დახ­და?

- რა სი­სუ­ლე­ლეა, ფო­ტო­ში ნა­ნა­ხი ბავ­შვის რო­გორ შევ­თა­ვა­ზებ­დი გა­მარ­ჯვე­ბას. მე შევ­ცდი იმა­ში, რომ ჩემს თავს მი­ვე­ცი უფ­ლე­ბა, რომ მაგ ბავ­შვს ამ­ბი­ცი­ე­ბი შევ­მა­ტე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სით და ეს გა­მო­ი­ყე­ნა პი­ა­რის­თვის. ძა­ლი­ან კარ­გია, დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ასე­თი შავი პი­ა­რის­თვის, დღეს "ბლექ პი­ა­რი“ ყვე­ლა­ზე კარ­გი პი­ა­რია. ჩემი კონ­კურ­სია მინ­და 5000-ს შევ­თა­ვა­ზებ ფეს­ტი­ვალ­ზე წა­სას­ვლე­ლად მო­ნა­წი­ლეს, მინ­და 20 ათასს, იმი­ტომ, რომ მე არა­ვინ მა­ფი­ნან­სებს. მა­შინ და­მა­ფი­ნან­სოს სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ და ერთ თეთ­რს არ მო­ვი­თხოვ, ყვე­ლას უფა­სოდ წა­ვიყ­ვან.

- გა­მარ­ჯვე­ბის­თვის თან­ხა არ აგი­ღი­ათ არა­სო­დეს?

- მე გა­მარ­ჯვე­ბის­თვის არა­სო­დეს ფულს არ ვი­თხოვ, პი­რი­ქით როცა ლა­მაზ გო­გო­ნას ვხე­დავ, მინ­და, ყო­ველ­თვის პირ­ვე­ლი ად­გი­ლი აი­ღოს. ლინ­და, ვინც "მის აჭა­რა" გახ­და, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გო­გოა, სოფო და­ვი­თა­ძეც "მის ბა­თუ­მი“, პა­ტა­რა ად­რი­ა­ნა დე­ვა­ძეც ძა­ლი­ან კარ­გი გო­გოა.

სა­ერ­თოდ, ასე­თი პრობ­ლე­მა არა­სო­დეს შემ­ქმნია, ეს ბავ­შვი არის ინ­ტრი­გა­ნი, პი­რა­დი მი­მო­წე­რა გა­მი­სა­ჯა­რო­ვა, ახლა ჩა­მოვფრინ­დი ბრი­უ­სელ­ში, და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი ჩემს ად­ვო­კა­ტებს და და­უ­კავ­შირ­დე­ბი­ან. ვი­ღაც ინ­ტრი­გა­ნი პა­ტა­რა ბავ­შვი ჩემ­ზე რას და­წერს, მე ამით არ ვკავ­დე­ბი..." - ნათქვამია ინტერვიუში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow